თეგებით ძიება

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დაძაბული დღე გელით, რომელიც თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. სამსახურში გაუგებრობები ან უთანხმოებებია მოსალოდნელი თანამშრომლებთან. არ ღირს ამ დღეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ სიფხიზლე გამოიჩინოთ, რადგან არაკეთილმოსურნენი თქვენთვის ზიანის მოყენებას ისევ შეეცდებიან.

კურო. თუ წვრილმანებზე არ მოცდებით და საკუთარ ძალებს ირწმუნებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს ყველაზე თამამი ფანტაზიებიც კი შეიძლება აგიხდეთ. ხელსაყრელი პერიოდია შიმშილობისა და დიეტის დასაწყებად. პაემანზე კი უმჯობესია უარი თქვათ.

ტყუპები. შეეცადეთ დღეს ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. ყველა დაგეგმილი შეხვედრა წარუმატებლად წარიმართება, საქმეები კი დროისა და ენერგიის მაქსიმალური ხარჯით მოგვარდება. ერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას და ალკოჰოლის მიღებას.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე ყველაზე ნეგატიურ ტენდენციებს მოგიტანთ. საკუთარი სისუსტეების აყოლით შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები არ შეინიშნება. დღეს არავის ენდოთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ მიიღებთ აკოჰოლსა და ხორციან საკვებს, - ეს ნაგეტიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

ლომი. კარგი იქნება თუ მთელ ყურადღებას ყოველდღიურ საქმეებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ. სამსახურში ძალიან ყურადრებით ყოფნა და სიფრთხილე გმართებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

ქალწული. გარშემომყოფები თქვენგან დათმობაზე წასვლას ელიან და თქვენც თმობთ, თუმცა მერე ნანობთ საკუთარ სისუსტეს. ამიტომაც კარგი იქნება თუ ამაზე არ დახარჯავთ თქვენს ძალისხმევას და სხვა მიმართულებით მიმართავთ მას. საღამოს არასასიამოვნო შეხვედრა გელით, თუმცა მისი შედეგები შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს თუ ინტრიგების ხლართვა გეხერხებათ.

სასწორი. კარგი დღეა სპორტით დაკავებისა და აქტიური დასვენებისთვის. გაემგზავრეთ დაჩაზე და დაკავდით ფიზიკური შრომით - ეს დაგეხმარებათ დაისვენოთ სულიერად და ემოციურად. ძალიან მოგიხდებათ სუფთა ჰაერზე გასეირნება. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდით. საუკეთესო დროა ჩასახვისათვის.

მორიელი. მერე რა თუ ოლიგარქივით მდიდარი არა ხართ. თქვენ შეგიძლიათ ბევრის უფლება მისცეთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ ფულში არაა ბედნიერება და ნუ დაღონდებით დროებითი ფინანსური კრიზისის გამო. ეს მალე გაივლის.

მშვილდოსანი. ეს დღე მოგიტანთ შესაძლებლობას წარმატებით განახორციელოთ საკუთარი გეგმები. მოსალოდნელია ახალი სასარგებლო ნაცნობობა, რაც შემდეგში შესაძლოა რომანში გადაიზარდოს. შეეცადეთ არ მოცდეთ მეორეხარისხოვან დეტალებზე და არ დაკარგოთ დრო არაფრისმომტან საუბრებზე. უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ შინაგან სამყაროზე და უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში.

თხის რქა. კიდევ ერთი არასასიამოვნო დღე გელით. შესაძლებელია აგრესიასა და თვალთვალთან მოგიხდეთ შეჯახება. შესაძლოა მთლიანად შეგიპყროთ ძლიერმა ემოციებმა ან სხვისმა გავლენამ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე, გონიერება და თავშეკავება. არ ღირს ღამით სეირნობა და არც ახალი ნაცნობების გაჩენა.

მერწყული. დღეს არ ღირს სხვადასხვა სახის მოგზაურობები, რადგან მათ წარუმატებლობა ელით. არ ღირს ფიზიკური შრომა ან სარისკო საქმიანობა, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის ალბათობა არსებობს. უმჯობესია ეს დღე მშვიდად გაატაროთ სახლის წყნარ გარემოში ახლობელ ადამიანებთან ერთად. დიდი ალბათობაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნებებისა, ისეთების, როგორიცაა ხანძარი, დაზიანება, ძარცვა.

თევზები. იმისათვის, რომ სევდიან ფიქრებს თავი დაღწიოთ, გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი: გიარეთ მაღაზიებში, შეიარეთ კაფეში ფინჯან ყავაზე, დაურეკეთ საყვარელ ადამიანს. ხელსაყრელი დღე გელით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა