თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მოთხოვნები სასიყვარულო ურთიერთობაში

ზოდიაქოს ნიშნები სასიყვარულო ურთიერთობაშიც ისევე განსხვავდებიან, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხში. თუ გსურთ ლომ, კირჩხიბ, მორიელ ან სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულ პარტნიორთან სრული ჰარმონია გქონდეთ, უნდა იცოდეთ მათი მოთხოვნების შესახებ. თქვენთვის საინტერესო ზოდიაქოს ნიშნის სასიყვარულო სურვილების გაგებაში კი ჩვენი პოსტი დაგეხმარებათ.

ვერძი: ზოდიაქოს ამ ნიშანს ლოდინის მიმართ საშინლად აგრესიული დამოკიდებულება აქვს. ეს სასიყვარულო ურთიერთობასაც ეხება. ვერძს არ აქვს ნებისყოფა და მას იზიდავს სპონტანურობა. ასევე, აქვს მოთხოვნილება, საყვარელი ადამიანი მუდამ გვერდით ჰყავდეს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვერძს ხშირად ჰგონია, რომ პარტნიორი რაიმეს მალავს მისგან, ამიტომ ყურადღებით იყავით. ნუ შეეცდებით ტყუილად მის გაღიზიანებას.

კურო: კურო ურთიერთობაში სიმშვიდეს ითხოვს. თუ მასთან ყოფნა გსურთ უნდა იცოდეთ, რომ მას ყველაზე მეტად საუბრის გაწყვეტა, უხეშად ლაპარაკი და ხისტი ქცევა აღიზიანებს. კუროს დახვეწილი მანერები აქვს და პარტნიორისგანაც ზუსტად იგივეს ელის.

ტყუპები: ზოგადად, ზოდიაქოს ამ ნიშანს კომუნიკაცია უყვარს. სასიყვარულო ურთიერთობა კი ზარებით, მეილებით, ,,ჩათაობითა” და ,,მესიჯობით” დატვირთული წარმოუდგენია.

კირჩხიბი: ამ ეგოცენტრალურ ნიშანს ყურადღების გამძაფრებული მოთხოვნილება აქვს, თუმცა პარტნიორს მფარველობას არც თავად აკლებს. მას სურს, თავი დაცულად იგრძნოს და ურთიერთობაში ლოიალურობას, სიმშვიდეს და სითბოს მოითხოვს.

ლომი: გულწრფელ ლომს ლაღი, თავისუფალი ურთიერთობა მოსწონს. ის ვერ ეგუება შებოჭილობასა და კომპლექსებს. უყვარს გართობა და მხიარულება. შესაბამისად, ლომი პარტნიორისგან თავგადასავლებს ელის.

ქალწული: ქალწული ნაზი, სათუთი არსებაა და მისთვის სასიყვარულო ურთიერთობა სრულ ჰარმონიასთან ასოცირდება. მას კეთილი, შემწყნარებელი პარტნიორი სჭირდება. ქალწულისთვის დიდი მნიშნელობა აქვს ადამიანურ ღირებულებებს.

სასწორი: სასწორისთვის კი მშვიდობა და ჰარმონია არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობას აგებს, არამედ დედამიწას ატრიალებს. მას მშვიდი, კომფორტული, ოჯახური გარემო ანიჭებს სიამოვნებას და გვერდით ისეთი ადამიანი სურს, ვინც ოჯახს სწორედ ასეთს გახდის.

მორიელი: გულწრფელობისა და პირდაპირობის გარეშე მორიელთან ურთიერთობა უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა მხოლოდ სულიერება როდი კმარა. მორიელისთვის მთავარი კარგი სექსუალური ცხოვრებაა.

მშვილდოსანი: კარგი სექსი არც მშვილდოსანისთვის არის მეორეხარისხოვანი, თუმცა ის პირველ რიგში მაინც გულუხვობას აფასებს.

თხის რქა: ეთიკურობა, შრომისმოყვარეობა და პატივისცემა – ეს ის თვისებებია, რომლებსაც თხის რქა პარტნიორისგან მოითხოვს.

მერწყული: მერწყულის სასიყვარულო ურთიერთობა მთლიანად შთაბეჭდილებებსა და ემოციებზეა დამყარებული. შესაბამისად, მისმა პარტნიორმა მერწყულის გაოცება, თავის მოწონება უნდა შეძლოს.

თევზები: ზოდიაქოს ამ ნიშანს კი სენსიტიური ბუნების გამო, თავგადასავლებით დატვირთული ნამდვილი რომანი სურს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა