თეგებით ძიება

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ხელსაყრელი დღე გელით. სავარაუდოდ წარმატებას მიაღწევთ ფინანსურ სფეროში ან მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდებით. თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში გახსოვდეთ "პური ჩვენი არსობისა" და პირველადი მოხმარების ნივთების გარდა ნურაფერში დახარჯავთ ფულს. კარგი დღეა ინტიმურ ცხოვრებაში აქტივობისათვის.

კურო. ყველაფერი საკმაოდ მდორედ მიედინება პირად ცხოვრებაშიც და საქმეშიც. უსიამოვნებები სავარაუდოდ თქვენი მეორე ნახევრის მხრიდანაა მოსალოდნელი. მოიფიქრეთ როგორ აიცილოთ ეს კონფლიქტი თავიდან. შეიძლება საჩუქრის ყიდვამაც გადაგარჩინოთ.

ტყუპები.
დღეს გექნებათ შესაძლებლობა წარმატებას მიაღწიოთ სხვადასხვა საქმეებში. ერიდეთ სამოგზაუროდ წასვლას და ძვირადღირებული შენაძენის განხორციელებას. მოსალოდნელია პატარა განხეთქილება ახლობელ ადამიანთან, მაგრამ ფაქიზად მოიქეცით და პირველმა ითხოვეთ პატიება. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო ასაკოვან მშობლებსა და ბავშვებს.

კირჩხიბი. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ოჯახის უფროსი თაობის წევრების მიმართ. დაეხმარეთ მათ კვლავ ახალგაზრდულად და ენერგიულად იგრძნონ თავი. საყვარელი ადამიანები თქვენს ყველა ინიციატივას მხარს დაუჭერენ და შეეცდებიან დაგიცვან სტრესისა და უბადურებისგან.

ლომი. ძალიან ხელსაყრელი პერიოდია დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. მაგრამ სანამ ამისთვის ფრთების შესხმას შეუდგებით, შეეცადეთ კარგად მოიფიქროთ ყველა დეტალი. არ ღირს წარსულ მარცხზე სინანული. უმჯობესია მშვიდად და დაგეგილად შეუდგეთ თქვენს საქმეს. მარტოხელა ლომებს საკუთარ საბედოსთან შეხვედრაც გელით. ერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რადგან ის თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

ქალწული. ბევრ თქვენგანს მოგეცემათ დღეს უნიკალური შანსი კარიერულ საფეხურზე წინ წასაწევად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სამსახურში შესაძლებელია ძალიან აგიმაღლდეთ ავტორიტეტი. ოჯახში თავი შეიკავეთ სიფიცხისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღის გატარება მოგიწეთ კამათში.

სასწორი. სესხი, რომელიც დიდი ხანია დავიწყებული გქონდათ, დღეს შეიძლება დაგიბრუნდეთ. სამსახურში კი გარკვეული სახის გაუგებრობებია მოსალოდნელი.

მორიელი. ემოციურად ნეიტრალური დღე გელით. მთლიანობაში კმაყოფილი დარჩებით დღევანდელი მოვლენებით. მოგეძალებათ პოზიტიური შემოქმედებითი საუბრის სურვილი, როგორც ჯგუფში, ასევე ოჯახში. ძალიან მოგიხდებათ საღამოს გასეირნება.

მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომდგენლებს დღეს ბოლო დროს დაგროვილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ბევრ ოჯახში კონფლიქტები და კამათია მოსალოდნელი, რაც შეიძლება ურთიერთობის დასრულებამდეც მივიდეს. მთელი დღის განმავლობაში ნერვულ დაძაბულობას და უკმაყოფილებას იგრძნობთ. შეეცადეთ მოინახულოთ ნათესავები ან უბრლოდ ეკლესიას ესტუმროთ. ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში.

თხის რქა. თქვენ გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ვერ გამჩნევენ. სინამდვილეში თქვენი იდეები არც ისე კეთილგონივრულია და მათ, უბრლოდ, არ სურთ ამისი პირდაპირ თქმა და თქვენი განწყობის გაფუჭება.

მერწყული. მეგობრული საუბრები სიამოვნებას მოგანიჭებთ და ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. დღეს რაც უფრო მეტ მეგობარს შეკრებთ, მით უფრო მხიარულად გაატარებთ დროს და მთელი კვირის სამყოფი ენერგიითაც დაიმუხტებით.

თევზები.
დღეს სატალეფონო ზარებში არ გაგიმართლებთ. არა, თქვენი ტელეფონი კი მუშაობს კარგად, მაგრამ თქვენ უბრლოდ ვერ შეძლებთ საჭირო ადამიანებთან საუბარს, - ან დაკავებული იქნებიან, ან მიუწვდომელნი... ერთი სიტყვით, ოფლის ღვრა მოგიწევთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა