თეგებით ძიება

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე დღეა, რომელიც მოგიტანთ ცვლილებებს, თავგადასავლებს, მგზავრობებს. შეეცადეთ რეაგირება არ მოახდინოთ სხვადასხვა ჭორებზე, რასაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. სამსახურში ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შესაძლებელია მივლინებაში გამგზავრება მოგიხდეთ, რაც თქვენს კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

კურო. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, კომუნიკაციისა და ოჯახური ურთიერთობებისათვის. მანდილოსანი კუროებისთვის დიდია ალბათობა ახალი ნაცნობის გაჩენის ან რომანტიკული თავგადასავლებისა. შეგიძლიათ განახორციელოთ ძვირადღირებული შენაძენი ან დაკავდეთ მკურნალობით, ავადმყოფობის პროფილაქტიკით. მამაკაც კუროებს კი ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს, - ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

ტყუპები. კარგი დღეა საკუთარ სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე ხელსაყრელი დღეა საკუთარ პირად ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. თქვენი ემოციები თქვენთვისვე შეინახეთ.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე ხელსაყრელი იქნება ფინანსური საქმიანობისათვის. ხელმაღვანელები თქვენს დამსახურებას დააფასებენ და დაგაჯილდოვებენ.

ლომი. პირად საქმეებში წარმატებები გელით, მაგრამ მატერიალური საკითხები მოსვენებას არ მოგცემთ. ერიდეთ ნათესავებისთვის რჩევების მიცემას. ეცადეთ ცხვირი არ ჩაჰყოთ მათ საქმეებში. ასევე არ ღირს კრედიტის აღება და ძვირადღირებული შენაძენის განხორციელება. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც თქვენს ორგანიზმს ავნებს, განსაკუთრებით კი სპირტიანი სასმელებისგან.

ქალწული. ეს დღე სირთულეებსა და გარკვეული სახის აურზაურს მოგიტანთ. სწორედ დღეს შეიძლება გაიგოთ ახლობელი ადამიანისაგან ახალი ამბავი, რომელიც ბევრ რამეზე მოადენს გავლენას და ძირფესვიანად შეცვლის თქვენს მდგომარეობას. თუ მას თქვენი დახმარება დასჭირდება, უმჯობესია უარი არ უთხრათ.

სასწორი. როგორ უნდა დახარჯოთ არარეალიზებული შესაძლებლობები? - გამოსავალი არსებობს! დასაწყისისთვის, მაგალითად, შეადგინეთ თქვენთვის საინტერესო დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ისურვებდით მუშაობას და დააგზავნეთ საკუთარი რეზიუმე. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ. თქვენ მხოლოდ სცადეთ.

მორიელი. თქვენი ძალისხმევა არ ჩააივლის ხელმძაღვანელების ყურადღების მიღმა და აუცილებლად მიიღებთ ფულად ჯილდოს თავდაუზოგავი შრომისთვის. კარგი დღეა საზღვარგარეთული დელეგაციის მისაღებად, სპონსორებთან და გავლენიან პირებთან მოსალაპაარაკებლად.

მშვილდოსანი. ზოგიერთ თქვენგანს დღეს ბედი გაგიღიმებთ და მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდებით. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იქონიოთ. ეს თვთშეფასებასაც გაგიზრდით და საქმესაც წაადგება. ეს დღე ახალ მომგებიან და პირად წინადადებებს გიმზადებთ. შეეცადეთ კარგად აწონდაწონოთ ყველაფერი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. პარტნიორული და ცოლ-ქმრული ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერი იქნება.

თხის რქა.
შეეცადეთ ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია გარკვეული სახის ცვლილებები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე პირადი. ერიდეთ სტუმრად წასვლას ან თქვენთან ვინმეს დაპატიჟებას. თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისაგან.

მერწყული. შეეცადეთ დღეს ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების დავალებები და არ მისცეთ მათ უკმაყოფილების საბაბი. არ არის ხელსაყრელი დღე საკუთარი ხასიათის გამოსავლენად. არც იმიჯის შეცვლის მცდელობა ღირს. აკონტროლეთ ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასან დაკავშირებით, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.

თევზები. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დავალების გადაწყვეტა მოგიწევთ, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგები იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ უფრთხილდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან კუნთების დაჭიმულობა ან სხვა სახის ტრავმის მიღების საშიშროება გელით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა