24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. შენაძენი, რომელსაც აპრლისთვის გეგმავდით, დიდი რისკის ქვეშ დადგა, მაგრამ ნუ იდარდებთ. ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. მალე დიდი ფასდაკლებები დაიწყება და ის აუცილებლად თქვენი გახდება.
კურო. შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე დღეა. შექმენით ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მოასწრებთ, თუ არ იზარმაცებთ და წვრილმანებზე არ მოცდებით. ფიზიკური ვარჯიში კარგად აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წარმატებული დღეა რომანტკიული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.
ტყუპები. დღეს ბევრი საუბრები გელით. ზოგიერთი თქვენგანი პოლიტიკით დაკავებას და იმ თანამოაზრეები შემოკრებას გადაწყვეტთ, როლებიც ღირსეულად დაუჭერენ მხარს თქვენს ინიციატივას. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზები და ბედის საჩუქრებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი. მშვიდი დასვენება ძალიან მოგიხდებათ. უარი თქვით მნიშვნელოვან და შრომატევად საქმეებზე.
ლომი. სამსახურში, ბიზნესში და ასევე ფულთან მიმართებაში დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. პატარა უზუსტობაც კი ძვირად დაგიჯდებათ. გარდა ამისა, თქვენს გარემოცვაში არის ძალიან უსინდისო და ფლიდი ადამიანი, რომლის მოქმედებების შედეგად შესაძლოა დიდი ფინანსური ზარალი ნახოთ.
ქალწული. ეს თქვენი დღეა - ყველაფერი, რასაც დიდი ხანია გეგმავდით, შეიძლება დღეს ასრულდეს. ბედი თქვენს მხარესაა. თუ სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ასევე სამოგზაუროდ წასვლა გინდათ, ამის განსახორციელებლად პრობლემა არ არსებობს. ვინც არ რისკავს, შამპანიურსაც არ სვამსო, ამბობენ.
სასწორი. პატარა რჩევა: გადახედეთ თქვენს მენიუს. დღეს უარი თქვით თქვენი ორგანიზმისთვის არასასურველ საკვებ პროდუქტებზე. უმჯობესია მიიღოთ მეტი ხილი, ბოსტნეული, ჩირი, ნიგოზი და ნახავთ, როგორ მსუბუქად იგრძნობთ თავს, მოგემატებათ ენერგია და სიმხნევე.
მორიელი. დაკავდით სახლის დალაგებით. ეს ძალიან გარგებთ. მეტი დაისვენეთ, ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გაუფრთხილდთ გულსისხლძარღვთა სისტემას.
მშვილდოსანი. ახალმა საქმეებმა და პროექტებმა ამ დღეს შესაძლოა საკმაო ფინანსური მოგება მოგიტანოთ. გელით ოჯახში კეთილდღეობა და სიმშვიდე, პარტნიორებთან - თანხმობა, გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენა. თვალყური ადევნეთ თქვენს ჩვევებს და დახვეწეთ ისინი. ეს დღე აჩვენებს რამდენად შეიცვლება თქვენი გეგმები ახლო მომავალში.
თხის რქა. სიზარმაცე და სიზანტე არ გარგებთ. ბევრის მიღწევას შეძლებთ თუ შრომისმოყვარეობასა და შეუპოვრობას გამოიჩენთ. ნუ მოახდენთ რეაგირებას თანამშრომელთა შენიშვნებსა და მწარე რეპლიკებზე, - მათ თქვენი შურთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელ სიურპრიზებს გიმზადებთ ბედი.
მერწყული. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. მისი ხმის მოსასმენად განმარტოვდით. დაასრულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად დაისვენებთ, თუ ბასეინს ან აბანოს ეწვევით. არ ღირს ქიმიური პრეპარატების ბოროტად გამოყენება ან ჭარბი კვება.
თევზები. თქვენს ჰორიზონტზე ახალი სიყვარული გამოჩნდება. ეს იქნება ადამიანი, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება. თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდებით ერთმანეთს, მაგრამ გადადგემთ თუ არა უკანასკნელ ნაბიჯს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ, აკონტროლეთ საკუთარი ქცევები.