თეგებით ძიება

10 სიზმარი, რომელსაც ყველაზე ხშირად ხედავთ: რაზე მიგანიშნებთ?

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც არ ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ სიზ­მრის მეშ­ვე­ო­ბით სი­ცო­ცხლის კონ­კრე­ტულ, გარ­დამ­ტეხ პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო, ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა სუ­ლაც არ არის.

სიზ­მრე­ბი და მას­ში ჩა­შიფ­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბი კი სხვა არა­ფე­რია, თუ არა ჩვე­ნი­ვე ქვეც­ნო­ბი­ე­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა უჭირს ჩვენს სულს, სად ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს და რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დავ­დგეთ მალე თუკი ყურს მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს და­ვუგ­დებთ და სუ­ლი­ე­რე­ბას უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი სიმ­ბო­ლო­ე­ბის ახ­სნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მა­გა­ლი­თებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა არის კონ­კრე­ტუ­ლი, ნე­გა­ტი­უ­რი ან გა­მოკ­ვე­თი­ლად პო­ზი­ტი­უ­რი თე­მე­ბი, რო­მე­ლიც სიზ­მრად ნახ­ვი­სას ძი­რი­თა­დად ერთი და იმა­ვე მოვ­ლე­ნებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს ამა თუ იმ ინ­დი­ვიდს. მა­გა­ლი­თად:

1. სიზ­მარ­ში ბავ­შვის ნახ­ვა უმე­ტეს­წი­ლად დარდს, მო­სა­ლოდ­ნელ გან­საც­დელს, ნერ­ვი­უ­ლო­ბას და ში­შებს სიმ­ბო­ლი­ზი­რებს. თუკი ბავ­შვი ჩვი­ლია და ხელ­ში გი­ჭი­რავთ, თა­ნაც გამ­ძი­მებთ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც ახალ პრობ­ლე­მას ექ­ნე­ბა და­სა­ბა­მი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე გას­ტანს და თქვენ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით ამ პრობ­ლე­მას­თან ერ­თად მო­ა­ხერ­ხოთ ლა­ვი­რე­ბა. უკვე ზრდას­რუ­ლი ბავ­შვე­ბის ნახ­ვა სიზ­მარ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­და­ხარ­შულ ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მაგ­რამ შე­საძ­ლოა მა­ინც ვერ ახერ­ხებ­დეთ ამ პრობ­ლე­მის ბო­ლომ­დე და­ვი­წყე­ბას.

2. კიბე და სა­ფე­ხუ­რე­ბი ძი­რი­თა­დად იმას ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში დიდი აღ­მას­ვლის ან სუ­ლაც დაღ­მას­ვლის პე­რი­ო­დი გიდ­გათ. გა­აჩ­ნია რა მა­სა­ლი­საა თა­ვად კიბე და გე­ში­ნი­ათ თუ არა მას­ზე თა­ვის შე­კა­ვე­ბა. თუ კიბე ხის, ან რა­ი­მე მყი­ფე მა­სა­ლი­საა, მაგ­რამ ზე­მოთ მი­ი­წევთ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ხარ­ჯზე მო­გიხ­დე­ბათ წარ­მა­ტე­ბის­თვის ბრძო­ლა. თუ პი­რი­ქით ქვე­ვით ეშ­ვე­ბით, ან კიბე სუ­ლაც ჩა­ტყდა გა­მო­დის რომ წინ ავად­მყო­ფო­ბა ან რა­ი­მე სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სი გე­ლო­დე­ბათ.

3. წყა­ლი - ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დიდი ემო­ცი­ე­ბია. თუმ­ცა გა­აჩ­ნია რო­გო­რია თა­ვად წყლის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ მღვრი­ეა ან სუ­ლაც ტა­ლა­ხი­ა­ნი, ეს უდა­ვოდ დიდ კრი­ზის­ზე მი­ა­ნიშ­ნებს რომ­ლის გა­და­ტა­ნაც მალე მო­გიხ­დე­ბათ. ხში­რად ტა­ლა­ხი­ა­ნი წყა­ლი ჭო­რე­ბი, ბრალ­დე­ბე­ბი და უსა­მარ­თლო ცი­ლის­წა­მე­ბა­ცაა ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა თუ სუფ­თა წყალ­ში გი­წევთ ცურ­ვა, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა რომ დიდი ემო­ცი­ე­ბი უკვე სა­სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია.

5. ბე­ჭე­დი, ფეხ­საც­მე­ლი ან საც­ვა­ლი , თუ ის ქალს ესიზ­მრე­ბა, ძი­რი­თა­დად და­ო­ჯა­ხე­ბის ან ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლია მის ცხოვ­რე­ბა­ში. ამას­თან ერ­თად, თუ ფეხ­საც­მე­ლი ძვე­ლი, და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი ან ბინ­ძუ­რია ფრთხი­ლად უნდა იყოთ - თქვენ გზა­ზე პრობ­ლე­მე­ბით სავ­სე, არ­ცთუ გულ­წრფე­ლი მა­მა­კა­ცი მო­დის.

6. მი­წისძვრა, ნგრე­ვა ან აფეთ­ქე­ბა თუ გე­სიზ­მრე­ბათ, ძალ­ზე ხში­რად ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. თუმ­ცა ხში­რად ხდე­ბა, რომ ამ­გვა­რი სიზ­მა­რი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნელ, ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებ­ზე გამ­ცნობთ.

7 . იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ სიზ­მარ­ში ხე­დავთ კი­დევ ერთ, ბევ­რის­თვის საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რად დაც­დილ სიმ­ბო­ლოს - კბი­ლის ამო­ღე­ბას (მოძ­რო­ბა-ჩა­მო­ვარ­დნა-ჩა­მო­ტე­ხა ) მა­ინ­ცდა­მა­ინც ნუ იჩ­ქა­რებთ ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნით აივ­სოთ. თუკი კბი­ლი უკა­ნა იყო, სიზ­მარ­ში მისი ამო­ღე­ბის შე­დე­გად ტკი­ვი­ლის გან­ცდა არ გქო­ნი­ათ და მარ­ტი­ვად მო­ი­შო­რეთ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ახლო წრი­დან, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ და გა­იძ­ვე­რა "მე­გო­ბარს" ჩა­მო­ი­ცი­ლებთ სა­მუ­და­მოდ.

8. თეთ­რი ტან­საც­მე­ლი სიზ­მარ­ში კარ­გი სიმ­ბო­ლოა - მისი მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა მე­სი­ჯი, რომ ამა თუ საქ­მე­ში ან კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი და სუფ­თა იქ­ნე­ბა. თუკი თეთრ სა­მოს­ში სხვა ადა­მი­ანს ხე­დავთ, იცო­დეთ, რომ იგი აუ­ცი­ლებ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლოა თქვენ წი­ნა­შე და ნუ იჩ­ქა­რებთ მის უსა­ფუძ­ვლოდ და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას.

9. ძაღ­ლი სიზ­მარ­ში ერ­თგუ­ლი მე­გობ­რის სიმ­ბო­ლოა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ ხე­დავთ, რომ გა­ა­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი გი­ტე­ვენ, იცო­დეთ, თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი მტრე­ბი საკ­მა­ოდ ახლო წრის ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან და შე­საძ­ლოა ადრე თუ გვი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნელ თავ­დას­ხმა­ზეც გად­მო­ვიდ­ნენ.

10. გვე­ლი სიზ­მარ­ში მტრე­ბის მომ­რავ­ლე­ბას მი­ა­ნიშ­ნებს. თუმ­ცა, სავ­სე­ბით შე­საძ­ლოა თა­ვად სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი, როცა და­უც­ვე­ლი და უია­რა­ღო იქ­ნე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ან მოვ­ლე­ნე­ბის წი­ნა­შე. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დეთ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ზედ­მე­ტი გულ­წრფე­ლო­ბის თე­მას. ნუ გა­უხ­სნით მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­ლის კარს ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა