თეგებით ძიება

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ვარსკვლავები მხარს დაუჭერენ მხარს ყველა თქვენს გეგმას და დაგეხმარებიან პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში. ამ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, ისინი საკმაო შემოსავალს გპირდებიან. ზოგიერთ თგვენგანს შორეული მივლინება გელით. თავს ენერგიულად იგრძნობთ.

კურო. სიყვარული ის გრძნობაა, რომლის შენარჩუნებაც ძნელია. ის ნებისმიერ წუთს შეიძლება ხელიდან გაგისხლტეთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი თავის ილუზიებით კვება. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ეს ძლიერ ადამიანად გაქცევთ.

ტყუპები. დღეს ძალიან ადვილი იქნება თქვენი წყობილებიდან გამოყვანა. მოსალოდნელია სერიზული ჩხუბი ხანგრძლივი შედეგებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფულს, - ნურც ისესხებთ და ნურც გაასესხებთ. საღამო მშვიდ გარემოში ჩაივლის.

კირჩხიბი. ამ აურზაურში სულ დაივიწყეთ ახლობელი ადამიანები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები, მაგრამ თქვენ მარტივად მოაგვარებთ მათთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. სასურველია საღამო ოჯახურ წრეში გაატაროთ მაგრამ არა სახლში: წადით კინოში, თეატრში ან უბრალოდ, გაისეირნეთ.

ლომი. აქტიური მოქმედებებისა და გადაწყვეტიილებების დღეა. მაგრამ უმჯობესია ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობით არ დაკავდეთ, შეიძლება ძალიან დიდი თანხა დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარაში კარგი იქნება თუ მეგობრებთან ერთად დასხდებით და ცოტაოდენ ალკოჰოლს მიირთმევთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, - დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

ქალწული. დღეს შეიძლება მიიღოთ ახალი, მომგებიანი, საქმიანი წინადადება. მაგარამ სანამ დათანხმდებით, შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეთ პასუხი. პარტნიორული ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერი იქნება. ამ დღეს ნუ მიიღებთ ხორციან საკვებს და უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს.

სასწორი. ხელსაყრელი დღეა. ზოგიერთ თქვენგანს გაგიმართლებთ და მომგებიანი ლატარიის ბლეთის მფლობელი გახდებით. ამ დღეს გაბედულად შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება ან სამოგზაუროდ წასვლა. შეეცადეთ არ იკამათოთ მეზობლებთან ან ნათესავებთან. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად ან წიგნი წაიკითხეთ, მუსიკას მოუსმინეთ, ფილმს უყურეთ.

მორიელი. თქვენ გაიხსენებთ რა უდარდელი და მარტივი იყო ბავშვობა. თუ საკუთარ თავს ბავშვურად მოქცევის უფლებას მისცემთ, მხიარული გართობა, სიცილი და ხუმრობები კარგად დასვენების საშუალებასაც მოგცემთ და ნევრული სისტემის აღდგენაშიც დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს. ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს დასვენებაზე თუ ამის საჭიროებას გრძნობთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.

თხის რქა. ეს დღე თქვენთვის ხელსაყრელად წარიმართება. დღეს დაწყებული ყოველი საქმე წარმატებით განხორციელდებას გპირდებათ. ამ დღეს უნდა მოუსმინოთ გარშემომყოფი ადამიანების მოსაზრებებს. განსაკუთრებით მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. ახალი საინტერესო რომანტიკული შეხვედრა გელით. წარმატებული პერიოდია შინაური ცხოველის შესაძენად.

მერწყული. სიკეთით სავსე, ბედნიერი დღე გელით. დაკავდით საკუთარი თავის შეცნობითა და სრულყოფით. თქვენ შეძლებთ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და შეურიგდეთ მათ, ვისაც აწყენინეთ. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიული და მყარი იქნება.

თევზები.
სამსახურში ისეთ შედეგს შეიძლება მიაღწიოთ, როგორზეც ვერც კი იოცნებებდით. ზოგიერთ თქვენგანს მომგებიანი წინადადების მიღება გელით, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. გაბედულად შეგიძლიათ სხვადასხვა შენაძენების განხორციელება და მოგზაურობის დაგეგმვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა