წყვილები, რომელთა შორისაც იშვიათად ჩაღდება რომანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არსებობს გამოთქმა - "ხასიათების შეუთავსებლობა" და ეს ლიტონი სიტყვები როდი გახლავთ. ასტროლოგიურად ადამიანები 12 ფსიქოტიპად იყოფიან. ამიტომ ნებისმიერ მათგანს სჭირდება მეორე ნახევრად შესაბამისი სახასიათო შტრიხების მქონე პარტნიორი. არსებობს ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნების ჩამონათვალი, ვის შორისაც იშვიათია ხანგრძლივი ჰარმონია ან სიყვარული.
ტყუპი და თხის რქა - სერიოზული და გაწონასწორებული თხის რქა ვერ იტანს ტყუპის არაპროგნოზირებადობას. ტყუპს კი თავის მხრივ აღიზიანებს თხის რქის დოგმატურობა.
კირჩხიბი და სასწორი - ზეემოციური კირჩხიბის გრძნობებს ვერასოდეს გაიგებს ცოტა არ იყოს ზედაპირული სასწორი, რომელიც მიჩვეულია სამართლიანობას და ხშირ შემთხვევაში იქით გააკრიტიკებს ბუტია კირჩხიბს, რომელიც მისგან დაცვას და თანადგომას ითხოვს.
თევზები და ქალწული - მეოცნებე იდეალისტი თევზების და მერკანტილური რეალისტის ქალწულის გზები იშვიათად გადაიკვეთება ხანგრძლივი ვადით. ქალწული ვერასოდეს გაიგებს თევზების ბუნებას, თევზები კი ქალწულს ხშირად დაადანაშაულებს ემოციური სიცივეში.
წყარო:astrologi.ambebi.ge