თეგებით ძიება
01. 05. 2020 სპორტი

მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის

ყველა დროის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის.

თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო გულშემატკივრები მას გამოსამშვიდობებელ მატჩში ვერ იხილავენ, – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი იუწყება, რომელიც სპორტსმენთან ინტერვიუს ავრცელებს.

მათივე თქმით, 35 წლის მორაგბემ ტოპ14-ში თავსი ბოლო მატჩი 2019 წლის 30 ნოემბერს „პოსთან“ გამართა და შემდეგ უკვე ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც შეხვედრები გაუცდა.

მამუკა გორგოძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 75 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გატანილი ლელოთი „ბორჯღალოსნების“ ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა.

იგი ოთხი მსოფლიოს თასის მონაწილეა და ოთხჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.

ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე დაბრუნდა და ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ დაეხმარა.

გორგოძე 2011 წლის საქართველს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა, ის ექვსჯერ აღიარეს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ.

ქართველი მორაგბე არა ერთხელ მოხვდა პრესტიჟული სპორტული გამოცემების, სპეციალისტების და გულშემატკივრების სიმბოლურ ნაკრებებში.

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005-2014 წლებში ის „მონპელიეს“ ღირსებას იცავდა, სადაც 168 მატჩში 27 ლელო დადო.

2014 წლიდან კი „ტულონის“ რიგებში ჩაირიცხა, სადაც 110 მატჩში 11 ლელოს ავტორი გახდა. ევროპის წამყვან საკლუბო ტურნირებში ( ტოპ14, ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ ქაფი) ჩატარებული აქვს 300-მდე შეხვედრა.

მამუკა გორგოძე სარაგბო კარიერის დასრულების და საფრანგეთში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა