2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ამ დღეს რომანტიკული მოგონებები მოგეძალებათ, რის შედეგადაც მოსალოდნელია შეხვედრა იმ ადამინათან, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ.
კურო. შეეცადეთ განმარტოვდეთ. გამონახეთ ისეთი ადგილი, სადაც ვერავინ და ვერაფერი შეძლებს თქვენს შეწუხებას. იფიქრეთ საკუთარ მომავალზე.
ტყუპები. დაფიქრდით, არიან თუ არა მზად ყველა თანამშრომელი თქვენთან თანამშრომლობისთვის და საქმეში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ზოგჯერ მორიგი "სასარგებლო რჩევა" სხვა არაფერია, თუ არა კონკურენტთა და მოშურნეთა ხრიკები.
კირჩხიბი. დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარება შეიძლება მოგიხდეთ, რაც დიდ ძალისხმევასა და ენერგიასთნ ერთად თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებასაც, მოითხოვს. თუ დღის მეორე ნახევარში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მაშინვე ექიმს მიმართეთ, რადგან ავადმყოფობა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს.
ლომი. კარგი განწყობა და კრეატიული მიდგომა ძალიან რთული ორგანიზატორული საკითხების მოგვარებაშიც კი დაგეხმარებთ. მიუხედავად ამისა, ნუ შეეპოტინებით მიუწვდომელს. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება გადაღლას გამოიწვევს. საღამოს რომანტიკულად განეწყვეთ. თქვენ დაუვიწყარი საღამო გელით და შეიძლება ხელის თხოვნაც კი.
ქალწული. უმჯობესია თქვენი ყურადღების კონცენტრირება ყოველდღიურ საქმეებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მოახდინოთ. სამსახურში ძალიან სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.
სასწორი. ცხოვრებას სიურპრიზების მოტანა უყვარს, მაგრამ ისინი ყოველთვის სასიამოვნო როდია ხოლმე. ესეც ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ, დღე ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ჩაივლის. ზომიერება გამოიჩინეთ ალკოჰოლისა და საკვების მიღებისას. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.
მორიელი. ოცნების განხორციელების მცდელობები დიდ ძალისხმევას მოთხოვს. ამიტომ დღეს ბევრი სამუშაო გელოდებათ. არაა გამორიცხული, რომ გზადაგზა უამრავი რამის გაკეთება მოგიხდეთ, რაც ბოლო დროს შესაფერისი დროისთვის გადადეთ ხოლმე. დღის ბოლოს კი შედეგებსაც მოიმკით.
მშვილდოსანი. ბევრ თქვენგანს დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. ასევე მოსალოდნელია სულიერი ზარალიც. სავარაუდოდ ვიღაც, თქვენი გარემოცვიდან თქვენით მანიპულირებას ან თქვენს დასმენას შეეცდება. შეეცადეთ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოთ და ნუ აჰყვებით პროვოკაციას. ერიდეთ ალკოჰოლის მიღებასა და გადაღლას. ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
თხის რქა. ხელსაყრელი დღე გელით. დილიდანვე ხელმძღვანელებისგან შექებაა მოსალოდნელი. საღამოს რომანტიკული განწყობა დაგეუფლებათ და მთლიანად შეგიპყრობთ.
მერწყული. დელიკატურობისა და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ იმისათვის, რომ საწინაღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ჩხუბი არ მოგივიდეთ და კონფლიქტურ ატმოსფეროში არ მოგიწიოთ მთელი დღის გატარება.
თევზები. შესაფერისი დღეა გაბედული და გადამწყვეტი მოქმედებებისათვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები, მოახდინოთ გარღვევა მიმდინარე საქმეებში, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ სამსახური. დღეს ყოველი თქვენგანი მიიღებს შანსს ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მთავარი დავალებაა არ გაუშვათ ის ხელიდან, სწრაფად მოახდინოთ რეაგირება და გამოიყენოთ მოცემული შესაცლებლობები.