თეგებით ძიება

"დათრგუნულად და დაძაბულად იგრძნობთ თავს..." - ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის მიმდინარე კვირა უიღბლო იქნება


ვერძი

ამ კვირას ვერძები იგრძნობთ, რომ ორ სხვადასხვა მხარეს იქაჩებით და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ ინსტინქტს მიენდოთ. ვინაიდან მარსი თქვენი მმართველი პლანეტა რეტროგრადულ სვლას აგრძელებს, თავს სოციალური წრიდან მოწყვეტილად იგრძნობთ და ამის გამო დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც გაჩნდება. ამ გრძნობას შესაძლოა, სრული აპათიის სახეც ჰქონდეს და ამის გამო ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ყველაფერი არასწორი მიმართულებით მოძრაობს და ქაოსში იკარგება.

ლომი


მზის დაბნელება თქვენზე ღრმად პიროვნულ დონეზე ყოველთვის მოქმედებს. თუკი ხედავთ, რომ მთელი თქვენი სამყარო თქვენს თვალწინ იცვლება და ამას მხოლოდ თქვენ ხედავთ - ნუ შეშინდებით. იმის გამო, რომ ნაწილობრივი მზის დაბნელება თქვენი ქვეცნობიერის მე-12 სახლში აინთება, თქვენ უდიდეს ინტროსპექციას გაივლით და საკუთარ ჩრდილს ჩაუღრმავდებით. კარგი იქნებოდა მცირე ხნით მარტო დარჩენა, მედიტაცია და ფიქრი. სამყაროდან უამრავ კოსმოსურ გზავნილს იღებთ და თუკი საკუთარ აზრებს არ ჩაუღრმავდებით, მაშინ დათრგუნულად და დაძაბულად იგრძნობთ თავს.

მორიელი

არ იცით, ვის მიენდოთ, ამის გამო სამუშაო კრიტიკით და სტრესით რთულდება. თქვენ მმართველ პლანეტა მარსთან ერთად საკუთარი ფასეულობებისა და ახლო ურთიერთობების გადაფასებას ახდენთ. რეალობიდან რომ არ გაქრით და საკუთარ სამყაროში რომ არ ჩაიკარგეთ, ეს თქვენი ბრალი არაა - უბრალოდ, ასე იყო საჭირო.

უსმინეთ საკუთარ გულს, შეაერთეთ ის სიბრძნესთან და დაეყრდენით. ამით ყველა პასუხს შეიტყობთ. თქვენ, უბრალოდ, კითხვები სწორად უნდა დასვათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა