თეგებით ძიება

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. თქვენი მეგობრები მზად არიან მხარი დაგიჭირონ ყველაზე რთულ მომენტში და აგიმაღლონ განწყობა. ნუ დაივიწყებთ მათ და დაპატიჟეთ სტუმრად. თუმცა გახსოვდეთ, რომ მეგობრული წვეულება ძალიან კარგია, მაგრამ ხვალისთვის სამუშაო დღე გელით.

კურო. ძალიან წარმატებული დღეა არაკეთილმოსურნეებთან ღიად დასაპირისპირებლად. საკუთარი შინაგანი ენერგიითა და აქტივობით შეძლებთ მათთან გამკლავებას. ასევე წარმატებულად წარიმართება სამსახურის საქმეებიც. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთგაგება თანამშრომლებსა და ხელქვეითებთან. კარგი პერიოდია საკუთარ სხეულზე ზრუნვისათვის და მასაჟების ჩასატარებლად. სასარგებლო იქნება ინდივიდუალური ან საყვარელი საქმით დაკავება.

ტყუპები. დროა უფრო გახსნილი გახდეთ და გაბედულად გამოთქვათ საკუთარი იდეები. ძალიან კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენად. პირად ცხოვრებაში წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ და თქვენც მოგიწევთ ცოტა ინერვიულოთ.

კირჩხიბი. სამსახურში მეტი თავშეკავება გმართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ვერ დააღწევთ ხელმძღვანელებთან კონფლიქტებს ან თანამშრომლებთან შეტაკებებს. ამ დღეს არ ღირს საკუთარი გეგმების ვინმესთვის განდობა, ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი. დიდია ალბათობა ისეთი ადამიანების გამოჩენისა, რომლების გადამწყვეთ როლს შეასრულებენ თქვენს მომავალ ცხოვრებაში. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქუჩის გადაკვეთისას. უფრთხილდით ავარიებსა და სამსახურში ტრავმირებას.

ლომი. შეგიძლიათ მშვიდად იზეიმოთ საკუთარი გამარჯვება. კვირის ბოლომდე დაგეგმილი ყველა საქმის გაკეთებას დღეს შეძლებთ. ასე, რომ საღამოს თავისუფლად შეგიძლიათ ამის აღსანიშნავად მიირთვათ ჭიქა ღვინო, როგორც ჯილდო გაწეული შრომისათვის.

ქალწული. ზოგიერთ თქვეგანს ოცნებების ასრულება გელით, მაგრამ შეეცადეთ დროული რეაგირება მოახდინოთ და ხელიდან არ გაუშვათ შანსი. ზოგიერთს შეხვედრაც გელით ისეთ ადამიანთან, რომელიც გავლენას იქონიებს არა ამარტო საქმიან, არამედ თქვენს პირად ცხვრებაზეც. შეეცადეთ დაუთმოთ დრო მშობლებს და მეორე ნახევარს.

სასწორი. ამ დღეს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს. წარმატებული და პოზიტიური დღე გელით, რომელიც დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში, როგორც ძალიან იშვიათი მომენტი. ელოდეთ სიურპრიზს საყვარელი ადამიანისგან.

მორიელი.
დღეს ისეთი მიმზიდველი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის, როგორც არასდროს. მშვენიერი განწყობა და საკუთარი თავის რწმენა მოგცემთ შანსს თავი მოაწონოთ მას, ვინც გესიმპათიურებათ.

მშვილდოსანი. შეეცადეთ დღეს ესაუბროთ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობელ ადამიანებს. სამსახური არსად გაიქცევა. საყვარელ ადამიანებს გაუკეთეთ სიურპრიზი.

თხის რქა. დღეს მოსალოდნელია როგორც საქმიანი მივლინება, ასევე სამსახურეობრივი კონტაქტები. ზოგიერთი თქვენგანი მშვენივრად გაატარებთ დროს ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. სამსახურში პატარა, მაგრამ პერსპექტიული ცვლილებები გელოდებათ.

მერწყული. უკიდურესად არახელსაყრელი დღე გელით. თქვენი გეგმები და ჩანაფიქრები არ განხორციელდება. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს. ისინი ურთიერთობებს გაგირთულებენ გარშემომყოფებთან. ოჯახშიც ეცადეთ არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალს ვერ აცდებით. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

თევზები. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გელით. შეიძლება საკმაო თანხის დახარჯვა მოგიხდეთ ბავშვების აღზრდისა და სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. პირად ცხოვრებაშიც მოსალოდნელია ფინანსურ უთანხმოებებთან დაკავშირებული უსიამოვნებები. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ. სხვადასხვა სახის ტრავმის მიღების საფრთხე არსებობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა