თეგებით ძიება

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 1 წელიწადში (11 თვესა და 24 დღეში) პარტნიორული ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის. ამ დროს წყვილებს უკვე აღარ ეშინიათ საკუთარი თავი ნატურალური სახით გამოავლინონ: თქვენ ტუალეტის კარს აღარ კეტავთ, შეგიძლიათ პარტნიორს უთხრათ, რომ პირში ცუდი სუნი აქვს, არ გრცხვენიათ მისთვის თქვენი სისუსტეების ჩვენება და ა.შ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ ურთიერთობა უკვე სერიოზული ხდება და აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდხანს გასტანს. რა თქმა უნდა, კომფორტის ზონაში შესვლა ნაადრევად არ უნდა მოხდეს. უცებ გაშინაურება, ბევრს აფრთხობს, მაგრამ თავის დროზე ეს ყველაფერი არსებითად აუცილებელია თქვენი კავშირის მომავალი განვითარებისათვის.

მაშ ასე, 30 ნიშანი იმისა, რომ თქვენმა ურთიერთობამ კომფორტის ზონას მიაღწია:

1. თქვენ აღარ ატარებთ მაკიაჟს, როცა მასთან ხართ
2. არ კეტავთ სააბაზანოში შესვლისას კარს
3. ჩაცმისას მიმზიდველობაზე მეტად კომფორტულობას ანიჭებთ უპირატესობას
4. არ გრცხვენიათ იმის, რომ გაუპარსავი ხართ
5. გაზებისგან გათავისუფლებულხართ მისი თანდასწრებით
6. ატარებთ არასექსუალურ საცვლებს
7. გაგირეცხავთ მისი სარეცხი
8. შესულხართ ტუალეტში კარის დაკეტვის გარეშე
9. იცით ერთმანეთის ჯანმრთელობის პრობლემები
10. უფლებას აძლევთ მოგიაროთ, როცა ავად ხართ
11. მის წინაშე ტირილის არ გრცხვენიათ
12. მისი ოჯახის წევრები გირეკავენ, გკითხულობენ, გსტუმრობენ
13. საკუთარ თავს ადვილად პატიობთ რაღაც-რაღაცებს
14. გეცინებათ, როცა პარტნიორი დაგცინით
15. გაქვთ ერთმანეთის სახლების გასაღებები
16. მოგწონთ, როცა ერთმანეთთან შიშვლები ლაპარაკობთ
17. არ გეშინიათ ერთმანეთისთვის ქორწინების, შვილების, სიყვარულის შესახებ თქვენი ნამდვილი შეხედულებების გაზიარების
18. თამამად სთავაზობთ საღეჭი რეზინის ან დეოდორანტის გამოყენებას, როცა არასასიამოვნო სუნი ასდის
19. იპარსავთ მის თვალწინ
20. სთხოვთ ფერიჭამელის ან ზედმეტი თმის ამოღებას
21. დისკომფორტს არ გიქმნით მის წინ საცვლების, პიჟამას ან საცურაო კოსტუმის ამარა სიარული
22. შხაპს იღებთ ერთად
23. საშოპინგოდ დადიხართ ერთად
24. სამსახურში წასაღებად უმზადებთ ლანჩს
25. პასუხობთ მის ტელეფონზე შემოსულ ზარს, როცა თვითონ გასულია
26. ტოვებთ ტანსაცმელს ერთმანეთის სახლში
27. უყვებით თქვენს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ემოციებზე
28. შეგიძლიათ დაასრულოთ ერთმანეთის დაწყებული წინადადებები
29. ეძახით მოფერებით სახელს (გოჭუნა, კნუტო, ლეკვო და ა.შ)
30. შეგიძლიათ თავისუფლად ილაპარაკოთ ყოფილების შესახებ

თუკი ამ ეტაპის გავლის შემდეგ თქვენი ურთიერთობა კი არ ცივდება, პირიქით, უფრო ძვირფასი ხდება და თქვენც პარტნიორი კიდევ უფრო მეტად გიყვართ, გილოცავთ, თქვენ ნამდვილი სიყვარული გიპოვნიათ. თუკი ჯერ არ დაქორწინებულხართ, უახლოეს მომავლში სავარაუდოდ დაქორწინდებით კიდეც და იცხოვრებთ მერე დიდხანს და ბედნიერად!


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა