თეგებით ძიება
07. 05. 2020 სპორტი

FIFA მანჩესტერ იუნაიტედის მიერ განხორციელებული ტრანსფერის გამოძიებას იწყებს

ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია მანჩესტერ იუნაიტედის მიერ პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ჰერნანდეშის ტრანსფერის გამოძიებას იწყებს. პორტუგალიელი შემტევი ინგლისურ კლუბს 2020 წლის 29 იანვარს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ბრუნო ინგლისში სპორტინგიდან გადაბარგდა, თუმცა სპორტინგში გადასვლამდე ის სამპდორიას ღირსებას იცავდა. როგორც Sky Sports იტყობინება, იტალიური სამპდორია ფეხბურთელის გაყიდვიდან 10%-იან წილს ითხოვდა, თუმცა სპორტინგის განცხადებით, ეს იტალიელების ამ მოთხოვნამ ძალა მაშინ დაკარგა, როდესაც ფერნანდესმა 2018 წელს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ძველი გაუქმდა.

სამპდორიამ FIFA-ს საჩივრით 3 აპრილს მიმართა. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია ტრანსფერის დეტალების გამოძიებას იწყებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა