თეგებით ძიება

5 სექსუალური ზოდიაქოს ნიშნის 5 ფრაზა, რომელიც მათ სექსუალურ ფანტაზიებს აღვივებს

არსებობს ფრაზები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ ეს 5 ფრაზა გათვლილია იმისთვის, რომ პარტნიორს ან მოწონების “სუბიექტს” თავბრუ დაახვიოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ მათ შესახებ.

1 . ლომი – “სიზმარში გნახე, ეს კაბა გეცვა” – ეს უნდა უთხრათ ქალს (შეგიძლიათ მამაკაცზე ჩაანაცვლოთ სხვა ტანსაცმლით), როდესაც მას უკვე კარგად იცნობთ და სექსუალურად გინდათ განავრცოთ ურთიერთობა. ეს ფრაზა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ იმდენად აღგაგზნებთ იგი, რომ უკვე სიზმარშიც ნახულობთ. იგივე კაბას თუ ახსენებთ, თქვენს პარტნიორს წარმოუდგება თვალწინ, თუ რა მოხდა სიზმარში და რახან იგივე კაბა აცვია, იგივე შეიძლება მოხდეს აქაც. ეს ფანტაზიას ამძაფრებს. ლომებზე ეს განსაკუთრებით მოქმედებს, რადგან ძალიან კარგად აქვთ ფანტაზიის უნარი განვითარებული.

2 . მორიელი – “ყოველთვის ასეთი ლამაზი იყავი?!” – ფრაზა, რომელიც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასატანად არის გამოსაყენებელი. ამ დრისთვის ბევრი კომპლიმენტი არ უნდა გქონდეთ ნათქვამი მისთვის, რადგან ეს ფრაზა უნდა აღმოჩნდეს პირველი სერიოზული კოპლიმენტი, რასაც მას ეტყვით. მორიელები ხშირად იღებენ კომპლიმენტებს, მაგრამ თუ ალოდინებთ, ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.

3 . ვერძი – “ასე ნაზად არავინ არ მომქცევია ჯერ, შენთან თავს დაცულად ვგრძნობ” – ვერძი, როგორც ფიზიკურად ძლიერი ნიშანი, ყოველთვის იღწვის ლიდერის პოზიციაში ყოფნისკენ. მას აგიჟებს ასეთი ფრაზები, რადგან ამით იმას იღებენ ზუსტად რაც უნდათ – დომინანტის პოზიციას. თუ ამ გამონათქვამში პატარა სექსუალურ დეტალსაც ჩაურთავთ, მთლად უკეთესი შედეგი გექნებათ.

4 . ტყუპები – “შენ რომ არ გამოჩენილიყავი, ალბათ უინტერესო ცხოვრება მექნებოდა” – ისინი სენტიმენტალურები და სექსუალურები არიან, ამიტომ ამ შემთხვევაში წარმოგიდგენენ იდეალურ პარტნიორად როგორც ურთიერთობაში, ასევე ლოგინშიც. მათ შეუძლიათ დაუღალავი სექსი და არ ელევათ სექსუალური ენერგია. თუ შეგიყვარდათ ტყუპები და მათაც იგივეთი გიპასუხეს, კარგი გამოცდილება გექნებათ უთუოდ.

5 . თევზები – “არ მეგონა, თუ ასეთი განუსაზღვრელი იქნებოდი” – როგორც წესი, თევზები ყველაზე მოსაწყენი ზოდიაქოს ნიშნია. ამიტომ იმის თქმა, თუ როგორი სპონტანურები არიან, საკმარისია იმისთვის, რომ თავი იდეალურად იგრძნონ და თქვენზე დამოკიდებული გახდნენ. აქ შეგიძლიათ უკვე უთხრათ “ნეტავ ყველგან ასეთი ორიგინალური ხარ?”-ო და ნახავთ, როგორი რეაქცია ექნებათ (თუ ეგრევე ლოგინში არ წაგათრიათ).

წყარო:genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა