თეგებით ძიება

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს უხასიათობა შეგიპყრობთ. ნებით თუ უნებლიედ დაიწყებთ ნერვიულობას იმაზე, რომ თქვენი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. მსგავსმა ფიქრებმა რომ ღრმა დაპრესიამდე არ მიგიყვანოთ, შეეცადეთ გადახედოთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო და სასიხარულო მომენტებს.

კურო. ასეთი თმულება არსებობს: "კარს მას უღებენ, ვინც აკაკუნებსო". დღეს ამ ანდაზით უნდა იხელმძღვანელოთ. თქვენი პროფესიონალიზმი და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უნარი დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ყველა პრობლემას.

ტყუპები. ნუ განაწყენდებით მეგობრებზე. დაურეკეთ მათ. იქნებ რომელიმეს თქვენი დახმარება სჭირდება. საღამო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

კირჩხიბი. დააფასეთ ურთიერთობები! პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობებში უკიდურესი თავშეკავება გამოიჩინეთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. თქვენი კარიერა მომავალში სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული.

ლომი. ისწავლეთ მოდუნება და სიამოვნების მიღება წვრილმანი სასიხარულო დეტალებისგან, რადგანაც სწორედ ეს დაგეხმარებათ სულის სიმხნევისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი პირადი ურთიერთობის შენარჩუნებაში.

ქალწული. ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და კამათი, რადგან არაა გამორიცხული ისინი ხელჩართული ბრძოლით დასრულდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას! მაქსიმალურად მოახდინეთ ორიენტირება პროფესიულ საკითხებზე.

სასწორი. თითქოს და ვუალიდან უმზერთ სამყაროს. დროა უკვე ის მოიხსნათ და ფართოდ გახელილი თვალებით მიმოიხედოთ. იქნებ ასე მაინც მიხვდეთ რა ხდება თქვენს გარშემო და რაც მთავარია, გაიგოთ რა აკეთოთ შემდეგში. გადაწყვეტილების მიღება, ნიბისმიერ სიტუაციაში, მხოლოდ თქვენზეა.

მორიელი. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა დღეს შესაძლოა ძალიან ნაყოფიერი იყოს და ორმხრივი კმაყოფილება მოგიტანოთ. მარტოხელა მორიელებს გელოდებათ მრავლისმომცველი, საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ნაცნობობა. თუ ფლობთ უნარს, რომ ტაქტიკა სიტუაციის შესაფერისად შეცვალოთ, შეიძლება წარმატებასაც მიაღწიოთ.

მშვილდოსანი. დღის განმავლობაში დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას: ის არ მოგცემთ შეცდომის დაშვების საშუალებას. დილა - წარმატებული დროა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ნუ დაივიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

თხის რქა. ახლობელ და შინაურ ადამიანებთან საუბარი დაგავიწყებთ სამსახურში წარმოშობილ ყველა პრობლემასა და უსიამოვნებას. რაც უნდა მოხდეს ამ დღეს, ნუ მისცემთ ემოციებს გონების დახშობის საშუალებას.

მერწყული. ხელსაყრელი დღე გელით შემოქმედებით მერწყულებს. თქვენ შეძლებთ დაკავდეთ საქმიანობით, რომელიც ღირსეულად დაგიფასდებათ. შეიძლება სასიამოვნო მიპატიჟება მიიღოთ, რაზე დათანხმებაც ღირს. ის გპირდებათ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ურთიერთობებისგან სიამოვნების მონიჭებას და ახალ მეგობრებს. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ სამოგზაუროდ წასვლა ან საყიდლების განხორციელება, რაც ძალიან მომგებიანი იქნება.

თევზები. დღეს წარმატება გელით ბიზნესსა და ფინანსურ საქმიანობაში. ზოგიერთი თქვენგანი ფინანსურ წინადადებას მიიღებთ. საქმე შეიძლება სარისკო იყოს, მაგრამ კარგ შემოსავალს გპირდებათ. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო მოვლენები გელით - კარგად ნაცნობი ადამიანი შეიძლება თქვენთვის საყვარელი ადამიანის სტატუსის მფლობელი გახდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა