10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. დღის განმავლობაში ყველა გაჭირვებულის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ დღეს შეგიძლიათ კათილი ზრახვებით იმოქმედოთ მაგრამ ამასთანავე ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავსაც.
კურო. დღეს წარმატებები გელით კარიერაში. თქვენი საქმიანი რეპუტაცია ძალიან ამაღლდება. სასიცოცლო ძალების მოზღვავებას იგრძნობთ რაც გაგიძლიერებთ სერიოზული ცვლილებების სურვილს. ამასთანავე არ ღირს იმის დავიწყება, რომ დღეს მიღებული გადაწვეტილებების შეცვლა მომავალში არ ღირს. დღეს შეიძლება შეურიგდეთ ადამიანს, რომელთანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ კონფლიქტი მოგივიდათ. სახლში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს.
ტყუპები. მოწყენილი აზრებისაგან თავის დასაღწევად გაუკეთეთ საკუთარ თავს სიურპრიზი. გაიარეთ მაღაზიებში, დაჯექით კაფეში, დაურეკეთ საყვარელ ადამიანს. ხელსაყრელი დღე გელით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
კირჩხიბი. შეეცადეთ არ მოდუნდეთ და რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეთ ამ დგომარეობას, რადგან დღის მეორე ნახევარში ავადმყოფობისთვის არ გეცლებათ. თქვენ მოგინდებათ რომანტიკული შეხვედრა საყვარელ ადამიანთან.
ლომი. დღეს მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა მოგიწევთ, რაზეც დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგი. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან კუნთების დაჭიმულობის ან სხვა სახის ტრავმის მიღების საფრთხე არსებობს.
ქალწული. მრავალრიცხოვანი არასასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელოდებათ. მოსალოდნელია უსიამოვნებები ახლობელ ადამიანთან. ნუ მისცემთ თქვენი წყიბილებიდან გამოყვანის უფლებას ამ გარემოებებს. შესაძლოა ხვალინდელმა დღემ მიუჩინოს ყველაფერს თავისი ადგილი.
სასწორი. ძალიან დაძაბული დღე გელით. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ შინაგანი ენერგიის ასეთმა ამოფრქვევამ შეიძლება თქვენზე დამანგრევლად იმოქმედოს. მოსალოდნელია ჩხუბი ეჭვიანობის ან შელახული თავმოყვარეობის ფონზე. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ უძრავ ქონებაზე რადგან სერიოზული ზარალის საფრთხე არსებობს. ისეთის, როგორიცაა ხანძარი ან ძარცვა.
მორიელი. ეს დღე დაგეხმარებათ მკაფიოდ განსაზღვროთ მიზნები და აქტიურ მოქმედებებს შეუდგეთ მათ განსახორციელებლად. ამისათვის საკმარისი ენერგია და ენთუზიაზმი გექნებათ. ძალიან წარმატებული დღეა საქმიანი რეპუტაციის მოსაპოვებლად და საკუთარი ინტერესების დასაცავად. წესრიგისაკენ ლტოლვა და ემოციებში გარკვეული პრაგმატიზმი დაგეხმარებათ გაუგებრობებისგან თავის დაღწევაში.
მშვილდოსანი. ძალიან დაძაბული დღე გელით. ყურადღებით უნდა აკონტროლოთ სიტუაცია, ძლიერად მოეჭიდოთ მიღწეულს და არ მოინდომოთ მეტი, რადგან თქვენი დომინირების სურვილი და გადაჭარბებული საკუთარი თავის რწმენა პროტესტს გამოიწვევს ახლობელ ადამიანებსა და ნათესავებში.
თხის რქა. ვარსკვლავები ამ დღის ბუნებაში გატარებას გირჩევენ, რადგან სუფთა ჰაერი დაგეხმარებათ ძალებისა და სულიერი წინასწორობის აღდგენაში, მოგანიჭებთ პოზიტიურ განწყობას და შთაგონებას. ფინანსურ სფეროში რთული ვითარება შეიქმნება, რომლის გადაწყვეტაც თქვენთვის შეუძლებელია. არ ღირს ბედის შეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება. თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი რჩეული, დაამტკიცეთ ეს საქმით და არა სიტყვებით.
მერწყული. სამუშაო მთლიანად დაგიპყრობთ დღეს, მაგრამ ამასთან ეცადეთ საყვარელი ადამიანები სიურპრიზებით გააცოთ. ისინი ამას იმსახურებენ.
თევზები. შესაძლებელია დღის ნეგატიურმა ტენდენციამ უარყოფითად იმოქმედოს თქვენს განწყობასა და ქცევებზე. ერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან მაშინაც კი, თუ იცით, რომ ისინი არასწორად იქცევიან. ამ დღეს ზოგიერთი თქვენგანი დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ თუ ერთი ეჭვიც კი გაგიჩნდებათ მის ირგვლივ, უმჯობესია მაშინვე უარი თქვათ. შემთხვევითმა ტავმამ ან ავადმყოფობამ შეიძლება წინასწარ დაგეგმილ საქმეში ხელი შეგიშალოთ.