თეგებით ძიება

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. გარკვეულ ფასეულობათა გადაფასება მოგიწევთ, რაც თქვენს იმიჯსა და ქცევის მანერებზე აისახება. უპირატესობას მიანიჭებთ საყვარელ ადამიანებს და ამისგან კიდევ უფრო კარგად იგრძნობთ თავს.

კურო. ფული ყოველთვის როდი აბედნიერებს ადამიანს. მის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც... ფინანსური დამოუკიდებლობის დევნაში სულ დაგავიწყდათ თქვენთვის ახლობელი ადამიანები. როდესაც მათთან დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას ვეღარ გადააბავთ და ვერც დიდი ფულით იყიდით.

ტყუპები. ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა ამ დღეს დაკავდეთ შემოქმედებითი საქმიანობით, რაც ღირსეულად დაგიფასდებათ. დახმარებისათვის მოგმართავენ მეგობრები და ნუ გააწბილებთ მათ. მარტოხელა ტყუპები დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც სერიოზული ურთიერთბაა მოსალოდნელი. სამსახურში ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. თქვენს გარემოცვაში მოშურნეებიც შეიძლება იყვნენ.

კირჩხიბი. ოჯახური ურთიერთობებისთვის არაპროგნოზირებადი დღე გელით. გაახარეთ საყვარელი ადამიანები საჩუქრებით, მოამზადეთ სადღესასწაულო ვახშამი ან რესტორანს ეწვიეთ. მანდილოსანი კირჩხიბებისთვის ხელსაყრელი იქნება გარეგნობაზე ზრუნვა, მაღაზიებში სიარული და მეგობრებთან საუბარი ფინჯან ყავაზე.

ლომი. აქტიური მოქმედებებისთვის ხელსაყრელი დღეა. შეეცადეთ სწორად განსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მიზნის მიღწევას. გარკვეული სახის ავანტიურას შემოგთავაზებენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ დათანხმდით, როცა ყველაფერი დეტალურად გექნებათ აწონ-დაწონილი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ბავშვების აღზრდის საკითხებს, მათ გატაცებებსა და თანატოლებთან ურთიერთობებს.

ქალწული.
თქვენი შრომა სამსახურში სწორედ თქვენზე იქნება დამოკიდებული. ისე მოიქეცით, რომ ნაკლები იმუშაოთ და მეტი შედეგი მიიღოთ.

სასწორი.
მოსალოდნელია უსიამოვნებები ფინანსურ სფეროში. შეეცადეთ დროებით დაივიწყოთ ყველა მიმდინარე ვალდებულება და საქმე. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

მორიელი. შინაურებთან და ახლობელ ადამიანებთან საუბარი სამსახურში წარმოშობილ ყველა უსიამოვნებასა და პრობლემას გაგიქარვებთ. რაც უნდა მოხდეს ამ დღეს, არ მისცეთ ემოციებს თქვენი გონების დახშობის უფლება.

მშვილდოსანი. მთელი დღის განმავლობაში უფროსების აზრის მოსმენა გმართებთ. უარი არ თქვათ მათ რჩევებზე. ისინი ცდილობენ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან გიხსნან. უბრალოდ ისე მოიქეცით, როგორც გეუბნებიან.

თხის რქა. საქმიანობის სფეროში მოულოდნელი შემობრუნება და ჩვეული გრაფიკის მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ თქვენს კოლეგას, რომელიც საჭირო დროს გაგაფრთხილებთ მოსალოდნელ ცვლილებებზე. იმისათვის, რომ დროულად მოაგვაროთ მთელი საქმე და დაიმსახუროთ ხელმძღვანელების პატივისცემა, ისწავლეთ მობილობა. არ გქონდეთ დიდი შემოსავლის იმედი. უმჯობესია გააგრძელოთ წვრილმანი საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. შეეცადეთ არ გადატვირთოთ გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემა.

მერწყული. ხელმძღვანელები აუცილებლად დააფასებენ თქვენს თავდადებას და ენთუზიაზმს. ხმამაღლა გამოთქვით საკუთარი იდეები. ეს დაგიფასდებათ. კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავი შანსი მოგეცემათ.

თევზები. ტრავმის მიღების ან დამწვრობის რისკი არსებობს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებით სარგებლობისას. სამსახურში წარმატება გელით. გაახარეთ საყვარელი ადამიანი გემრიელი ვახშმითა და კარგი ღვინით. ის ამას აუცილებლად დაგიფასებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა