თეგებით ძიება

ვისთან გააბამთ დაუვიწყარ რომანს - ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ვნებიანი პარტნიორები

არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ფა­ტა­ლიზმს ეფუძ­ნე­ბა. ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ ძლებს, თუმ­ცა, ერ­თად ყოფ­ნაც მათ­თვის დიდი ომი და გა­მოწ­ვე­ვაა. დღეს გვინ­და ზუს­ტად ასეთ წყვი­ლებ­ზე გე­სა­უბ­როთ და გი­თხრათ, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის რო­მა­ნი სა­ბე­დის­წე­რო.

ვერ­ძი - მო­რი­ე­ლი უძ­ლი­ე­რე­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ წყვილ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მუდ­მი­ვი ომი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო. ეჭ­ვი­ა­ნი მო­რი­ე­ლი და თავ­ნე­ბა ვერ­ძი აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს "რქე­ბით", რაც სა­ბო­ლო­ოდ მო­რი­ე­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

კურო - მშვილ­დო­სა­ნი მე­სა­კუთ­რე, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კურო წყო­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იყ­ვა­ნოს თავ­ქა­რი­ან­მა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო მშვილ­დო­სან­მა. მათი სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძაფ­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი, მაგ­რამ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა ამ წყვილს ნაკ­ლე­ბად გა­მო­უ­ვა ხა­სი­ა­თებ­ში მკვეთ­რი გან­სხვა­ვე­ბის გამო.

ტყუ­პი - თხის რქა ერთ-ერთი რთუ­ლი წყვი­ლია. თავ­ქა­რი­ან, მარ­ტივ ტყუპს თხის რქა ათას­ნა­ირ შე­ზღუდ­ვებს და­უ­წე­სებს. ის აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გოს ტყუ­პი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშე­დე­გო მცდე­ლო­ბაა.

კირჩხი­ბი - მერ­წყუ­ლი მათ შო­რის და­წყე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად სი­ძულ­ვილ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. მერ­წყუ­ლი თა­ვი­დან­ვე შე­ეც­დე­ბა მარ­თოს კირჩხი­ბი, რაც ამ უკა­ნას­კნელ­ში ეჭ­ვებ­სა და გა­უ­ცხო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს. მერ­წყუ­ლი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს გა­ი­გოს კირჩხი­ბის სენ­სი­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბა და ხში­რად მი­ა­ყე­ნებს მას გა­მო­უს­წო­რე­ბელ დარ­ტყმას თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე.

ლომი - თევ­ზე­ბი ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბა ე.წ. "ცივი ომის" ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. ამა­ყი და ცოტა უტაქ­ტო ლომი, ხში­რად მი­ა­ყე­ნებს ტკი­ვილს ემო­ცი­უ­რად ლა­ბი­ლურ თევ­ზებს. ის კი თა­ვის მხრივ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­კე­ტე­ბა და ომს დუ­მი­ლის ფონ­ზე გა­მო­უ­ცხა­დებს, რის გა­მოც ლომი თავს სა­შინ­ლად დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნობს. თუმ­ცა, მათ არა­სო­დეს მი­ე­ცე­მათ გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ქალ­წუ­ლი - ვერ­ძი ქალ­წუ­ლი ბუ­ნე­ბით მშე­ნე­ბე­ლი და შემგრო­ვე­ბე­ლია, ვერ­ძი კი თა­ვის მხრივ ყო­ველ­თვის "და­ან­გრევს" მის აგე­ბულს; რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ამას­თან ერ­თად, ვერ­ძი ქალ­წუ­ლის მეწვრილ­მა­ნე­ო­ბას გა­მოჰ­ყავს წყო­ბი­დან, ქალ­წულს კი არა­სო­დეს ელე­ვა შე­ნიშ­ვნე­ბი ვერ­ძის ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბის გამო.

სას­წო­რი - კურო მათ ერ­თად ყოფ­ნას არ აქვს პერ­სპექ­ტი­ვა, იმი­ტომ რომ არა­სო­დეს გა­მოს­დით პრობ­ლე­მებს გა­უმკლავ­დნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლად და ერ­თობ­ლი­ვად. მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

მო­რი­ე­ლი - ტყუ­პი ტყუ­პი მო­რი­ე­ლის­თვის ვექ­ტო­რუ­ლად "ბა­ტო­ნია", ამი­ტომ ასე­თი კავ­ში­რი მო­რი­ე­ლის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცეს. ისი­ნი შე­საძ­ლოა ვნე­ბი­ან­მა რო­მან­მა და­ა­კავ­ში­როს, მაგ­რამ თავ­ქა­რი­ა­ნი და არას­ტა­ბი­ლუ­რი ტყუ­პი მო­რი­ელს სე­რი­ო­ზულ ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვანს.

მშვილ­დო­სა­ნი - კირჩხი­ბი ფა­ტა­ლუ­რი რო­მა­ნი ამ ორს შო­რის გარ­და­უ­ვა­ლია. კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბით მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მშვილ­დოს­ნის­თვის ე.წ. "ეჟ­ვა­ნის შებ­მას", რაც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა დიდი კონ­ფლიქ­ტით.

თხის რქა - ლომი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბია ეს კავ­ში­რი. წყვილს შო­რის ძალ­ზე ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ფი­თი წვრილ­მა­ნე­ბის გამო წარ­მო­იქ­მნე­ბა უთან­ხმო­ე­ბა. ლომი ვერ იღებს ცივი თხის რქის­გან საკ­მა­რის სით­ბოს, თხის რქას კი სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს ლო­მის ეგო­ის­ტუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი.

მერ­წყუ­ლი - ქალ­წუ­ლი რთუ­ლი და ორი­ვე მხა­რის­თვის სა­ხი­ფა­თო კავ­ში­რია. მერ­წყუ­ლი ქალ­წულ­ზე ისე მოქ­მე­დებს, რო­გორც ენერ­გო­ვამ­პი­რი. შე­დე­გად ვი­ღებთ მუდ­მი­ვად ერ­თმა­ნე­თით უკ­მა­ყო­ფი­ლო წყვილს, რო­მე­ლიც ვერც შორ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს და ვერც მშვი­დად თა­ნა­არ­სე­ბობს.

თევ­ზე­ბი - სას­წო­რი ამ წყვილ­ში თევ­ზებს დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ელო­დე­ბა. სას­წორს არ ეს­მის თევ­ზე­ბის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იგი მალე ცივ­დე­ბა პარტნი­ო­რის მი­მართ. თევ­ზე­ბი კი თა­ვის მხრივ ის­ტე­რი­უ­ლად ეჭი­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბას.

წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა