რატომ უყვარდებით და სძულდებით ადამიანებს, ერთი დანახვით? - თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ არც ერთი ჩვენთაგანი არ იქმნის იმის ილუზიას, რომ ამ ქვეყანას აბსოლუტურად უნაკლო და იდეალური მოევლინა. ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს გააჩნია ხასიათში აუტანელი თვისებები, რომლის საკომპენსაციოდაც ამ უკანასკნელს, რაღა თქმა უნდა, დადებითი სახასიათო შტრიხებიც ებოძა (სამყარო ხომ კანონზომიერი გახლავთ!). თუმცა, ის თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ინდივიდი საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოს, ეს უკვე თავად კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე. მე კი როგორც ასტროლოგს, მხოლოდ ის შემიძლია, თორმეტივე ნიშნის დამახასიათებელი პლუსები და მინუსები გაგაცნოთ...
ვერძის უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა.
დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.
კუროს ძირითადი ნაკლი მის უაპელაციო სიჯიუტეში მდგომარეობს. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ცუდი თვისება – სიახლეების მიუღებლობა და შიში. რის გამოც ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან.
დადებით თვისება კუროს შემთხვევაში ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.
ტყუპის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება არის გაუთავებელი ლაქლაქისკენ მიდრეკილება და საშინლად ცვალებადი ხასიათი. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში მესამეს აკეთებს.
დადებითი თვისება ტყუპში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.
კირჩხიბის უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა. მას ძალიან უჭირს ასევე წარსულთან გამოთხოვება.
დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვების და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.
ლომის ხასიათში გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახის სიყვარული მიაჩნიათ.
სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.
ქალწულის უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ასევე ანგარებიან დამოკიდებულებას გარშემო მყოფების მიმართ.
დადებითი თვისება კი ის აქვს, რომ თავდადებული ზრუნვა შეუძლია მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.
სასწორის ნაკლი მერწყევი ხასიათია. მას ხშირად თავად ვერ გაუგია რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე? გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება მისთვის პრობლემების საბაბი.
დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.
მორიელის ხასიათში "ჩრდილოვან მხარედ" შეიძლება მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივი დროით გულით ტარების ჩვეულება.
თუმცა დადებითი თვისებაც ბევრი აქვს მორიელს. იგი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანია. არასოდეს ჩაგრავს ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.
მშვილდოსნების ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია.
დადებითი თვისებებიდან კი მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათი უნდა აღინიშნოს პირველ რიგში.
თხის რქის ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც.
დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.
მერწყულის ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა.
დადებითი კი ის აქვთ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომ ისინი უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასოდეს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ გართულება რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.
თევზების ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. მათ ასევე უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ.
დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები, მოსმენის ნიჭი.
წყარო:newposts.ge