თეგებით ძიება

23 ნაბიჯი, ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად

ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი რა­მაა, თუმ­ცა ისიც ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აღიქ­ვა­მენ თავს და­ტე­ხილ პრობ­ლე­მებ­სა და სირ­თუ­ლე­ებს. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ცხოვ­რე­ბა კარ­მუ­ლი მი­ზე­ზე­ბით წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის ჯაჭ­ვია და თი­თო­ე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბა თუ სირ­თუ­ლე, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია ჩვენ­თვის - ან ვცდე­ბით, ან საკ­მა­რი­სად მზად არა ვართ, ან პი­რი­ქით მზად ვართ ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის და შიში გვი­ბინ­დავს თვა­ლებს...

1. გახ­სოვ­დეთ ში­ნა­გა­ნი გა­რე­განს უტოლ­დე­ბა ყო­ველ­თვის.

2. მსგავ­სი კი მუ­დამ იზი­დავს მსგავსს.

3. მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რა ხდე­ბა თქვენ­ში, ში­ნა­გა­ნად. იმი­ტომ რომ, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვენ ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

4. თუკი გარ­შე­მო ამ­ჩნევთ ისეთ რა­მეს, რაც გა­მუდ­მე­ბით იწ­ვევს თქვენ­ში მძაფრ ემო­ცი­ებს (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ნა­გე­ტი­ურს/პო­ზი­ტი­ურს) და­ფიქ­რდით, მსგავ­სი რამ თქვენ­შიც არ­სე­ბობს. ამის­გან გაკ­ვე­თი­ლი უნდა მი­ი­ღოთ.

5. თუკი სხვა ადა­მი­ა­ნებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლი (მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი) გა­ღი­ზი­ა­ნებთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად თა­ვა­დაც ფლობთ იგი­ვე მიდ­რე­კი­ლე­ბებს.

6. თუკი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად არი­დებთ თავს სი­ტუ­ა­ცი­ებს და ადა­მი­ა­ნებს, ე.ი. მათ ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში ტკი­ვი­ლის და ტრანსფორ­მა­ცი­ის მო­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ.

7. არა­სო­დეს გა­ა­სა­მარ­თლოთ სა­კუ­თა­რი თავი ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო. მი­ი­ღეთ გაკ­ვე­თი­ლი და გა­აგ­რძე­ლეთ სვლა წინ.

8. გახ­სოვ­დეთ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა ან ვი­თარ­დე­ბა, თქვე­ნი­ვე ფიქ­რე­ბის, აზ­რე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის შე­დე­გად!

9. ში­ნა­გა­ნი ბლო­კა­ტო­რი (სხვა­დას­ხვა რა­მის შიში) იწ­ვევს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

10. თუკი თქვენ ერთი და იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბევ­რჯერ ხვდე­ბით, ერ­თსა და იმა­ვეს იღებთ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, იდენ­ტუ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გაქვთ რო­მა­ნებ­ში ე.ი. სამ­ყა­რო გა­ნიშ­ნებთ, რომ არას­წორ ნა­ბი­ჯებს დგამთ და გზა, რო­მე­ლიც თქვე­ნია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის.

11. მი­ზე­ზი იმი­სა, რაც თქვენს თავს ხდე­ბა თა­ვად თქვენ­ში იმა­ლე­ბა!

12. ნუ შე­ეც­დე­ბით შეც­ვა­ლოთ სამ­ყა­რო, გა­რე­მო ან ადა­მი­ა­ნე­ბი. და­ი­წყეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლით და ყვე­ლა/ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად ტრანსფორ­მირ­დე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ.

13. თუკი გა­მუდ­მე­ბით ამ­ტკი­ცებთ, რომ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლეთ, ე.ი. თქვენ არ შეც­ვლილ­ხართ სა­ერ­თოდ. ეს მხო­ლოდ ნი­ღა­ბია.

14. თუკი გა­მუდ­მე­ბით ამ­ტკი­ცებთ და სა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ამა თუ იმ სფე­რო­ში იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია გაქვთ (პი­რა­დი, სამ­სა­ხუ­რი) ე.ი. სწო­რედ ეს წერ­ტი­ლი წარ­მო­ად­გენს თქვენ­თვის მტკივ­ნე­ულ ია­რას.

15. როცა რა­ი­მეს დე­ფი­ციტს გა­ნიც­დით (ნივ­თე­ბი, სამ­სა­ხუ­რი, სიყ­ვა­რუ­ლი) ე.ი. თქვენ საკ­მა­რი­სად კარ­გად არ გინ­დათ ეს. სა­ი­მი­სოდ, რომ სურ­ვი­ლი ახ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით შე­გეძ­ლოთ იმის წარ­მოდ­გე­ნა რაც გსურთ. მი­აჩ­ვი­ეთ თავი აზ­რე­ბის კრის­ტა­ლი­ზა­ცი­ას.

16. მუდ­მი­ვი ფიქ­რით იმის შე­სა­ხებ, თუ რა შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ სხვის­გან ან გას­ცეთ თა­ვად მათ­თვის, თქვენ კარ­გად მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას სხვე­ბის თვალ­ში. შე­დე­გად ყო­ველ­თვის მი­ი­ღებთ იმა­ზე ნაკ­ლებს ვიდ­რე ელით.

17. ნუ ცდი­ლობთ იყოთ ძლი­ე­რი. ჭეშ­მა­რი­ტი სუ­ლის სიძ­ლი­ე­რე სხვებ­ზე ზრუნ­ვით, სიყ­ვა­რუ­ლით და გა­გე­ბით იზო­მე­ბა.

18. ნუ მო­ინ­დო­მებთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ფლო­ბას. ამა­ზე უა­რის თქმით მის­ცემთ მას ბიძგს ქმე­დე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ თქვე­ნი მი­სა­მარ­თით.

19. იფიქ­რეთ იმა­ზე რა გსურთ რომ გქონ­დეთ ამ­ქვეყ­ნად. ნუ­რა­სო­დეს იფიქ­რებთ იმა­ზე რა არ გინ­დათ რომ გა­გაჩ­ნდეთ.

20. გახ­სოვ­დეთ, ფული არა­სო­დეს მო­დის თქვენ­თან იმი­ტომ რომ სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რე­ბა არ გსი­ა­მოვ­ნებთ. ფულს საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა იზი­დავს თქვენ­კენ.

21. ნე­გა­ტი­ურ ფიქ­რებს არ მო­აქვს სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის შან­სი. მათ ყო­ველ­თვის მო­აქვთ ის რე­ა­ლო­ბა, რომ­ლი­საც თქვენ გე­ში­ნი­ათ.

22. იოც­ნე­ბეთ! ოც­ნე­ბას შე­უძ­ლია რე­ა­ლუ­რად დაგ­ვა­ნახ­ვოს სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

23. თუკი გა­მუდ­მე­ბით უმე­ო­რებთ სა­კუ­თარ თავს მი­ზეზს, თუ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ ესა თუ ის ნივ­თი (ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ან­თან), თქვენ არც არა­სო­დეს მო­გე­ცე­მათ მისი ქო­ნის (ყო­ლის) შან­სი. აჯო­ბებს იმა­ზე იფიქ­როთ, თუ რა­ტომ იმ­სა­ხუ­რებთ ამ კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტის ფლო­ბას. მა­შინ იგი რე­ა­ლუ­რად გახ­დე­ბა თქვე­ნი!


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა