22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ
22 მაისს ტყუპის მესამე გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. 20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იქნება, შემდეგ ტყუპში გადავა. აქვე გადაბრძანდება მთვარეც და უკვე 22-ში მთვარის ახალი თვე დაიწყება.
რადგან ახალმთვარეობა იქნება ტყუპის ზოდიაქოში, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მთელი თვის განმავლობაში მოიმატებს კომუნიკაბელურობა. გაგიჩნდებათ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის, ახლო მანძილზე მოგზაურობის, ცოდნის მიღება-გაღრმავების სურვილი.
საინტერესო ისაა, რომ ახალმთვარეობა კურო-ტყუპის საზღვარზე მოხდება. მას მეტად იგრძნობენ 15-26 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანები . ამ პერიოდს უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნებიდან მონადირე/მოხეტიალე მართავს. მისი მფარველი პლანეტებია: მთვარე და ვენერა. მონადირე არის ადამიანი, რომელიც მუდმივად მოგზაურობს და მისი მიზანია, სწორ გზაზე დადგეს. ისევე როგორც, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის. არჩევანი უნდა გააკეთონ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კარგსა (ნათელსა) და ცუდს (ბნელსა) შორის. რადგან ახალმთვარეობა ასეთ პოზიციაზე ხდება, არჩევანის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 4 პლანეტა გვყავს რეტროგრადული და ცვლილებები გარდაუვალი იქნება. თუნდაც რაღაც მომენტში წარსულში დაბრუნება და საქმეებში, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანა.
"თუ თქვენი სიყვარული ისევ ცოცხალია, აუცილებლად მიეცით მეორე შანსი" - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 43 დღე, როცა ფულისა და სიყვარულის პლანეტა "უკანმავალია"
ტყუპის მმართველი პლანეტა არის მერკური - ჩვენი გონებრივი მონაცემები, ლოგიკა, რაციონალური ანალიზი, ნეპტუნი კი, რომელიც ამ ახალმთვარეობაზე ცუდ ასპექტს აკეთებს მასთან, ყველაფერს აბუნდოვნებს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ დაზარალდეთ მატერიალურად და არ მოტყუვდეთ სიყვარულის, იდეალების სახელით. შეიძლება არასწორად გაიგოთ რაღაც ინფორმაცია ან თავადაც უნებლიედ გაავრცელოთ ჭორი. მოთმინებით შეხვდით იმ ფაქტს, რომ შეიძლება აქტიურად ვერ იმოქმედოთ. რადგან მოქმედების პლანეტა მარსი თევზების ზოდიაქოშია . იქ კი აქტიურობის ძალა წართმეული აქვს, წყალში ტივტივებს.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად: 18-24 თებერვლის, 21-27 მაისის, 22-28 აგვისტოს, 23-29 სექტემბრის, 20-26 იანვრისა და 22-28 ნოემბრის შუალედში დაბადებულებზე. გარდა ამისა, თუ ნატალურ რუკაში პირადი პლანეტები გყავთ ტყუპის, სასწორის, მერწყულის, თევზების, ქალწულისა ან მშვილდოსნის ზოდიაქოში 29 გრადუსიდან 6 გრადუსის ჩათვლით. სიფრთხილე მოგეთხოვებათ, თუ ამ გრადუსში გყავთ განლაგებული მთვარის კვანძები.
რისკენ უნდა მიმართოთ თქვენი ყურადღება მთვარის ამ თვეში:
ვერძი
მთვარის ამ თვეში მოიმატებს მიმოწერის, სწავლის, მიმოსვლის, ახლობლებთან კომუნიკაციის მოთხოვნილება. გაგიჩნდებათ ახალი ცოდნის მიღების, ახალი ადამიანების დამეგობრების, ინფორმაციის მოძიების სურვილი, რათა წარმატებას მიაღწიოთ თქვენს საქმიანობაში. ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციას, რასაც მიიღებთ და რაც უნდა გასცეთ.
კურო
თქვენი მთავარი საზრუნავი ფინანსური საკითხებია. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების, ძვირფასი ნივთების შეძენას. მიხვდებით, რომ მეტად ღირებული ხართ, არა მარტო როგორც სამსახურებრივი კადრი, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაიკავებთ მთავარ როლს. მთავარია, საკუთარი თავი მეტად შეაფასოთ და დააფასოთ.
ტყუპი
ახალი მიზანი და გზა უნდა დაისახოთ. ეს შეიძლება იყოს ცვლილების, ამოუცნობის, გაუკვალავი ბილიკებით სიარულის თვე. მთვარია, საკუთარ თავში ჩამოაყალიბოთ ის მიზანი, პროექტი, იდეა, რომლისკენაც უნდა განვითარდეთ. უნდა მოირგოთ ლიდერის როლი. აკონტროლეთ ფიქრები, ემოციები. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯის შეცვლა გადაწყვიტოს.
კირჩხიბი
მეტად დაისვენეთ, იოცნებეთ, გამოიძინეთ. კარგია მედიტაცია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, ერთი სიტყვით, ეს ერთი თვე გამოიყენეთ, რომ შემდეგ ძალებ და ენერგია აღდგენილი შეხვდეთ ახალმთვარეობას თქვენს ნიშანში. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი მოსინჯოს არტთერაპიაში. დააკვირდით სიზმრებსაც. თუ საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ ახლობლებს.
ლომი
დაფიქრდით, როგორ ხედავთ თქვენს მომავალს? რას გინდათ რომ მიაღწიოთ? კარგი იქნება, თუ მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ იდეების განხორციელებას, პროექტების სოციალური ქსელებით განვითარებას. გახსოვდეთ, რომ თუ მოინდომებთ, საკუთარი მიზნების შესრულებაში ყველა დაგეხმარებათ.
ქალწული
კარიერა და ბიზნესი იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი. ჩამოყალიბდით და კორექტივები შეიტანეთ თქვენს სტრატეგიულ გეგმაში. ისე იმოქმედეთ, რომ ერთჯერადი კი არა, მრავალხნიანი პროექტები აწარმოოთ.
სასწორი
საკუთარ თავს მეტის უფლება უნდა მისცეთ, თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ და მთვარის ამ თვეში თვალსაწიერის გაფართოების, გაზრდის, განვითარების შესაძლებლობაც მოგეცემათ. ზოგიერთი წარმატებით მოაგვარებს უმაღლესი, დამატებითი განათლების მიღების საკითხს. არ გაგიჭირდებათ იურიდიული საკითხების მოგვარება, მაგრამ შემოდგომამდე სასამართლოში საქმეებს ნუ აღძრავთ. უნდა იცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან საზღვრები გაიხსნება და ზოგიერთი საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტს, ჩამოყალიბდება მაინც სად სურს გამგზავრება. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები.
მორიელი
საკუთარ თავში დიდი ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოთ. მიმართეთ თქვენი ყურადღება იმ სფეროებისადმი, რაც თქვენთვის მართლაც მნიშველოვანი და ღირებულია. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები: კრედიტები, ვალები, მემკვიდრეობა, დაზღვევა. ზოგიერთმა შეიძლება საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის სახსრებით მოახერხოს საკუთარი თავის განვითარება. დაფიქრდით, სად გსურთ თქვენი ფულის დაბანდება. ზოგიერთმა კი სწორად უნდა ისწავლოს ბიუჯეტის განაწილება. ვნება და სექსუალური თავგადასავლები ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება.
მშვილდოსანი
უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ბიზნესპარტნიორებთან. გახსოვდეთ, რომ ერთად უფრო მეტ და ხარისხიან საქმეს გააკეთებთ, ვიდრე ცალ-ცალკე. უნდა შეიცვალოთ და, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ თქვენი საქმიანობა კონსულტირებასთანაა დაკავშირებული ან შეიძლება ახლა დაიწყოთ, დაგეგმოთ მომავლისთვის თქვენი ამგვარი საქმიანობა.
თხის რქა
ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობას დაუთმეთ მეტი ყურადღება. ეცადეთ, შეიცვალოთ ცხოვრების რეჟიმი. გაიუმჯობესეთ ძილი, კვება, დაიწყეთ ვარჯიში. თუ ხელმძღვანელი ხართ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება დაქვემდებარებულებთან. აგრეთვე, შეიძლება დაგჭირდეთ კორექტივების შეტანა თანამშრომლებში. გადახედეთ, ვინ რას აკეთებს და ვის რისი გაკეთება შეუძლია.
მერწყული
სიყვარული, ჰობი, შემოქმედებითი იდეების განხორციელება - აი, რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი მთვარის ამ თვეში. გარდა ამისა, უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება შვილებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. მეტად დაისვენეთ და მიეცით საკუთარ თავს გართობის, დღესასწაულზე დასწრების უფლება. სიურპრიზები და რომანტიკული შეხვედრები მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს.
თევზები
თავს ყველაზე კომფორტულად და მშვიდად საკუთარ სახლში იგრძნობთ. მოგინდებათ დასვენება და ძალების აღდგენა. მეტი დრო დაუთმეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სახლშიც და აგარაკზეც. ზოგიერთს განმარტოება მოუნდება. მეტად იზრუნეთ მშობლებზე, განსაკუთრებით დედაზე. შეგიძლიათ ამ მთვარის თვეში მოაწყოთ საოჯახო დღესასწაული და მიიპატიჟოთ ნათესავები. მათი დახმარებით კი თქვენი გვარის გენეოლოგიური ხე შეადგინოთ.
წყარო:astrologi.ambebi.ge