21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით სიჩუმისა და სიმშვიდის ძიებაში იქნებით, მღელვარე მეგობრული და პირადი საუბრები გელით. სანამ მნიშვნელოვან საქმეეებს შეუდგებოდეთ, რჩევა ჰკიხეთ მეგობრებს. საღამოს დაუთმეთ ყურადღება ოჯახს. მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით დაკვირვებით აირჩიეთ საკვები პროდუქტები.
კურო. ეს დღე ავანტიურული თავგადასავლებითა და პროვოცირებული კონფლიქტებით იქნება აღსავსე. ბედი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს ხასიათის სიმტკიცეზე გამოგცადოთ და ახალ გამოცდას მოგიწყობთ. თავს ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა არ ღირს დატვირთვის გაზრდა რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. ვარსკვლავები გირჩევენ ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ მთელი თავისუფალი დრო.
ტყუპები. თქვენ რეალურად გრძნობთ რა ჩქარა გარბის დრო. მოგეჩვენებათ, რომ საათის ისრებმა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად დაიწყეს ტრიალი. ამიტომაც მცდელობების მიუხედავად დღეს ვერაფერს მოასწრებთ.
კირჩხიბი. ყოველი თქვენი აზრი ამ დღეს ოჯახისკენ იქნება მიმართული. მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ურთერთობა ნათესავებთან და მეგობრებთან. ამ დღეს წარმატებული იქნება სახლის რემონტი და ახალი ავეჯის შეძენა. შესაძლებელია გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობაც აღადგინოთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი წინათგრძნობა ახლო მომავალში ახდეს.
ლომი. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები თქვენს წინაშე ახალ პერპექტივებს წარმოქმნის. საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.
ქალწული. ხელსაყრელი დღეა ლოცვისა და განწმენდისათვის. ეწვიეთ ეკლესიას. გაეცით მოწყალება. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი ან პარკში გაისეირნეთ. დაპატიჟეთ თქვენთან ერთად მშობლები, ისედაც ძალიან ცოტა დროს ატარებთ მათთან ერთად. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთლობას: მოსალოდნელია გულის ჩხვლეტები ან წნევის ცვალებადობა.
სასწორი. კარგად მოფიქრებული გეგმის განხორციელების დროა. იმოქმედეთ გაბედულად, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. იყავით გულწრფელი გარშმომყოფების მიმართ. სიცრუე და ორპირობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო ამ დღეს - სიყვარულზე საუბარი იქნება. დანიშნეთ პაემანი და ნუ შეიკავებთ ვნებებს.
მორიელი. ვარსკვლავები მრავალ სიურპრიზს გიმზადებენ. სამწუხაროდ ყოველი მათგანი სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ბედი დაგეხმარებათ მათ გამკლავებაში. მატერიალური თვალსაზრისითაც არ გელით წარმატებული პერიოდი, მაგრამ შეეცადეთ არ მისცეთ გასაქანი ემოციებს. თუ ძვირადღირებული შენაძენის განხორციელება გსურთ, უმჯობესია ის სხვა დროისთვის გადადოთ. იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მშვილდოსანი. ნუ შეეცდებით მარტო შეეჭიდოთ საპასუხისმგებლო საქმეს. აიყვანეთ მოკავშირედ ვინმე თანამშრომელთა გუნდიდან. ისინი მადლობელნი დაგრჩებიან.
თხის რქა. დღის პირველი ნახევარი ჯანრმრთელობისათვის საფრთხის შემცველი იქნება. მოსალოდნელია ტრავმები და ასევე გარშემომყოფებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. დღეს შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან თხოვნა ახლობელი ადამიანისაგან. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება გელით. ამ დღეს საქმეში შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო, ერთგული პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.
მერწყული. აქტიური და დაძაბული დღე გელით. შეიძლება ისეთ ადამიანებს შეხვდეთ, რომელთანაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ კავშირი. მარტოხელა მერწყულებს ელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობაა მომავალში შესაძლებელი. ძალიან დიდია ალბათობა გარშემომყოფებთან კონფლიქტებისა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა.
თევზები. თქვენ აღმოჩნდით მატარებელში, რომელიც დიდი სისწრფით მიექანება. არც თანამგზავები მოგწონთ და სურვილი გაქვთ ჩახვიდეთ... მაგრამ ორი ვარიანტი გაქვთ: ან მუხრუჭები უნდა გამოიყვანოთ მწყობრიდან და ან შემდეგ გაჩერებას დაელოდოთ. ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანი თქვენზეა.