X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მწვანე ფერის თოვლი - რა ხდება ანტარქტიდის კონტინენტზე
  • მწვანე ფერის თოვლი - რა ხდება ანტარქტიდის კონტინენტზე

    ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბრიტანელმა მეცნიერებმა ანტარქტიდაზე მიკროსკოპული წყალმცენარეების გავრცელების მასშტაბური რუქა შეადგინეს. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე დაფიქსირებულია 1700-მდე უბანი, სადაც თოვლი ამ წყალმცენარეების გამო მწვენე ფერის გახდა. ეკოლოგები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს კონტინენტის ეკოგარემოზე.

    მიკროსკოპული წყალმცენარეების გავრცელება ძირითადად ყინულოვანი კონტნენტის დასავლეთ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის რაიონში შეინიშნება.

    წყალმცენარეები საერთო ჯამში დაახლოებით ორ კვადრატულ კილონეტრის ფართობზეა გავრცელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წლის განმავლობაში 500 ტონა ნახშირორჟანგს მოიხმარენ, რაც 875 000 საშუალოსტატისტიკური ავტომობილის მიერ გამოყოფილ ამ ნივთიერებას უტოლდება.

    სინამდვილეშ სე ციფრები არაზუსტია, რადგან კოსმოსურმა დეტექტორმა Sentinel-2-მა გამოყო მხოლოდ მწვანე ფერის მიკროწყალმცენარეები, თუმცა არსებობს ასევე წითელი და ნარინჯისფერი წყალმცენარეები.

    ანტარქტიდაზე მიკროწყალმცენარეები პირველად 1950-იანი წლებში ჩატარებუმა ექსპედიციებმა აღწერეს. მათი ფერადი ზოლები თეთრ თოვლზე ფოტომოყვარული ტურისტების, რომლებიც საკრუიზო გემებზე იმყოფებიან, ერთერთი შესანიშნავი "ნადავლია". თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მათი მატების ტენდენცია შეინიშნება.

    მიკროწყალმცენარეების გამრავლებისთვის აუცილებელია მხოლოდ წყალი, ხოლო მინუსტემპერატურა მათ არ აშინებთ. ისინი ასევე კარგად მრაცლდებიან იმ ადგილებში, სადაც ცივი კონტინენტის ფაუნის წარმომადგენლები ბინადრობენ, რადგან მათი ექსკრემენტები არის აზოტისა და სხვა ნივთიერებების წყარო, რომელიც წყალმცენარეებს სჭირდებათ.

    რადგან ანტარქტიდაზე ბოლო ათქლეულებია ტემპერატურის მატება შინიშნება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ოკეანეების სანაპიროზე მდებარე ორგანოზმები შეიძლება დაიღუპონ, მაგრამ მიკროწყალმცენარეების წინ ახალი პერსპექტივები გაიშლება და ისინი კონტინენტის სიღრმეში და ზღვის დონიდან უფრო მაღალ ადგილებში შეღწევას შესძლებენ.



    წყარო:newposts.ge
    26 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 05:40
    loading...
    News-ები