X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
არ მგონია, "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერმაც კი აჩემებით შეთანხმება დაარღვიოს - ვოლსკი
  • არ მგონია, "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერმაც კი აჩემებით შეთანხმება დაარღვიოს - ვოლსკი

    უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკი ამბობს, რომ , მას ვერ წარმოუდგენია, ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი არ დაუჭიროს საარჩევნო რეფორმას.


    "არ მგონია რომ ასეთი უპსუხისმგებლო დარჩეს პოლიტიკური პარტია, როდესაც თავისი აჩემებით, მიღწეული შეთანხმება დაარღვიოს. არამგონია, არ მოველი, რომ ნაციონალური მოძრაობის კლასტერიც კი გაბედავს და საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ წავა",- ამბობს "ოცნების" დეპუტატი.

    ქართული ოცნების დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების კონტექსტში, ხელისუფლებას არ შეუძლია ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

    "ხელისუფლება არ აპირებს გამოუშვას რურუა, ეს არის ის საკითხი და ის პოზიცია, რასაც ოპონენტები ამბობენ. ხელისუფლებას არ ხელეწიფება სასამართლო პროცესიდან მოხსნას რურუა და უკარნახოს მისი ბრალეულობის საკითხი. ასევე მოხდა ოქრუაშვილისა და უგულავას შემთხვევაში, როცა სასამართლომ დანპრეზიდენტმა მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები", - თქვა გია ვოლსკიმ.

    წყარო:newposts.ge
    12 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 05:57
    loading...
    News-ები