X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
"რატომ დაზიანდა ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობის დროს"- გოცირიძის შეკითხვა გახარიას
  • "რატომ დაზიანდა ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობის დროს"- გოცირიძის შეკითხვა გახარიას

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს აინტერესებს რატომ გაიზარდა ქვეყანაში სიღარიბე და რას სთავაზობს ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც საარსებო რესურსების გარეშე არიან დარჩენილები.

    „მთავრობას მოვთხოვთ პასუხს თუ რატომ დაზიანდა ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობის დროს... ჩვენ მთავრობას მოვთხოვთ პასუხს იმის თაობაზე, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში სიღატაკე, რატომ მოხდა რომ საგანგებო მდგომარეობისას ყველაზე მეტად დაზიანდა ეკონომიკა, რატომ მოხდა, რომ დღემდე უამრავი ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, ფაქტობრივად საარსებო რესურსების გარეშეა დარჩენილი. ეს კითხვები გვექნება პრემიერ-მინისტრთან“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

    წყარო:newposts.ge
    15 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 06:36
    loading...
    News-ები