X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
Газпром-ის საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლები 51,6%-ით დაეცა
  • Газпром-ის საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლები 51,6%-ით დაეცა

    2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, Газпром-ის-ის მიერ საზღვარგარეთ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 51,6%-ით დაეცა და საერთო ჯამში 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეტალური მონაცემებით ეს ნიშნავს, რომ გაყიდვები 24,2 პროცენტით შემცირდა. განსაკუთრებით ეს შემცირება მარტის თვეზე მოდის.

    კერძოდ, Газпром-ის ყველაზე მსხვილმა მომხმარებელმა გერმანიამ მარტში ბუნებრივი აირის შესყიდვა გასული წლის მონაცემებთან შედარებით 45%-ით შეამცირა, ხოლო თურქეთმა, რომელიც სიდიდით მეორე მყიდველია, მარტში 2019 წელთან შედარებით 7-ჯერ, ხოლო 2018 წელთან შედარებით 14-ჯერ ნაკლები ბუნებრივი აირი შეიძინა.

    შესაბამისად, მილსადენები "ცისფერი ნაკადი" და თურული ნაკადი" მისი მოცულობის მხოლოდ 10%-ითაა დატვირთული, ხოლო თურქულმა კომპანიებმა უპირატესობა ალჟირულ, ყატარულ, ნიგერიულ და ამერიკულ ბუნებრივ აირს მიანიჭეს.

    ადრე ცნობილი გახდა, რომ Газпром-მა, რომელიც რუსეთიდან გაზის ექსპორტის მონოპოლისტია, პირველად არსებობის ისტორიაში წაგება ნახა, თანაც საკმაოდ დიდი - 306 მილიარდი რუბლი. შეგხსენებთ, რომ ეს პერიოდი, როგორც წესი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი იყო რუსული კომპანიისთვის.

    კიდევ ერთი პრობლემა Газпром-ს გერმანიამ შეუქმნა, რომელმაც უარი განაცხადა "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ევროკაშირის ბუნებრივი აირის მოხმარების დირექტივის გარეთ დაეტოვებინა. ეს დირექტივა კი რუსულ კომპანიას აიძულებს მილსადენის სიმძლავრე 2-ჯერ შეამციროს.

    ასევე, Газпром-ის ზარალზე გავლენა იქონიეს ამერიკულმა სანქციებმა და პოლონეთის უარმა გაზის ტრანზიტის კონტრაქტის განახლებაზე.

    წყარო:newposts.ge
    18 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 06:36
    loading...
    News-ები