X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
„ლგბტ საზოგადოება არსებობს, არსებობდა და იარსებებს ყოველთვის, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი. მოგწონთ ეს თუ არა!“ - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში
  • „ლგბტ საზოგადოება არსებობს, არსებობდა და იარსებებს ყოველთვის, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი. მოგწონთ ეს თუ არა!“ - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

    რადიო თვისუფლებაზე გავიდა მადონას ინტერვიუ. მადონა, რომელსაც თავის მოკვლა არ უნდა, თუმცა მაინც იშოვა ბენზინი და თავის დაწვა სცადა. ემოციურ ინტერვიუს ქართველი მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე გამოეხმაურა. გთავაზობთ ნუკის პოსტს უცვლელად:


    „ძალიან იშვიათად ვეხმაურები, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს. იცით რატომ? მეშინა, საკმაოდ სუსტი ადამიანი ვარ და კრიტიკა და განკიწხვა არ მსიამუვნებს და მძაბავს. აი რომ ვთქვა ამას ვუჭერ მხარს თქო სულ მეშინა ვიღაცეებმა არ შემიძულონ... როგორ ტეხავს არა? ვითომ ფრაზები «მე აპოლიტიკური ვარ», სინამდვილეში, გითარგმნით ნიშნავს არც მწვადი მინდა დავწვა და არც შამფური. ყოველთვის როდესაც ვხედავ ადამიანებს ვინც ღიად გამოთქვამს თავის პოზიციას, დიდი პატივისცემით და თეთრი შურით ვუყურებ. მე არასდროს ტრაკი არ მყოფნის ბოლომდე ვთქვა რასაც ვფიქრობ. ახლა ვუყურე @tavisupleba -ზე მადონას ინტერვიუს. და აქამდე თუ მრცხვენოდა ჩემი სირაქლემის პოზიციის, ახლა კიდევ უფრო მეტად შემრცხვა. არა და მე თუ არ ვთქვი, შენ თუ არ თქვი, გამოდის რომ არავინ იტყვის და მხოლოდ ვინც “უმრავლესობის” აზრს იზიარებს ის იყბედებს. არა და ეთანხმები არ ეთანხმები, მოგწონს არ მოგწონს. ლგბტ საზოგადოება არსებობს, არსებობდა და იარსებებს ყოველთვის, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი. მოგწონთ ეს თუ არა! აუ ისიც მიტყდება “ისინი”-ს რომ ვიძახი. უმცირესობის წარმომადგენლები არიან ისეთივე მოქალაქეები როგორც ჩვენ. ამ პოსტიტ ვერაფერს დავამტკიცევ და ვერც შევცვლი მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ, კარგია როდესაც ადამიანები მიგვყავს იქამდე რომ ისინი თავს იწვავენ/იკლავენ?! ანუ ეს ქრისტიანულია?? ეს კარგია??? თუ იქნებ თუ არ მოგვწონს არ შევეხოთ და არ მოვკლათ მაინც და მაინც?! თვითმკვლელობამდე მიყვანაც ხომ მკვლელობაა, არა? ნეტა შეიცვლება რამე ამ განხრით ოდესმე საქართველოში? თუ ეს ადამიანები მუდამ იქნებიან საშიშროების წინაში? მოკლედ, მე ძალიან მომხვდა გულზე მადონას ინტერვიუ და მინდა ბედნიერება ვუსურვო, თუ გინდათ გამლანძღეთ...“

    წყარო:newposts.ge
    153 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 06:37
    loading...
    News-ები