X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ევროპაში მენთოლიანი სიგარეტის მოწევა აიკრძალა
  • ევროპაში მენთოლიანი სიგარეტის მოწევა აიკრძალა

    20 მაისიდან ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში მენთოლიანი სიგარეტის მოწევა აიკრძალა. თუმცა კანონი ყველა სახის არომატიზებული სიგარეტის აკრძალვას ეხება, მაგრამ რადგან ამ სახის სიგარეტების ძირითადი ნაწილი მენთოლს შეიცავს, მას :მენთლოსი აკრძალვა" უწოდეს.

    არომატიზატორების გამოყენებ იკრძალება ე.წ. თვითნაკეთ სიგარეტებშიც - ევროპის დახლებიდან გაქრება სიგარეტის კაფსულები, ფილტრები და ქაღალდი, რომლებიც სხვადასხვა არომატიზატორებს შეიცავს.

    ამასთან, ბრიტანეთში იკრძალება ე.წ. წვრილი სიგარეტის მოწევაც.

    კანონის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს აკრძალვა ახალგაზრდებში სიგარეტის მოხმარებას შეამცირებს. ისინი თვლიან, რომ არომატიზატორები სიგარეტში თამბაქოს გემოს ანეიტრალებს და მას, ასე ვთქვათ, მიმზიდველს ხდის. ამასთან, ეს არომატიზატორები, გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, სულაც არ ამცირებს იმ მავნე ნივთიერებების რაოდენობას, რაც მოწევის პროცესს თან სდევს.

    წყარო:newposts.ge
    224 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 06:41
    loading...
    News-ები