X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
გამარტივებული შესყიდვები და მილიონები "ოცნების" შემომწირველებს - ოქრიაშვილი IDFI-ს პასუხობს
  • გამარტივებული შესყიდვები და მილიონები "ოცნების" შემომწირველებს - ოქრიაშვილი IDFI-ს პასუხობს

    "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი IDFI-ს კვლევაზე აკეთებს კომეტარს და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

    საუბარია კვლევაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ პანდემიის დროს, გამარტივებული შესყიდვებისას "ქართული ოცნების" შემომწირველებმა მილიონობით ლარი მიიღეს.

    ოქრიაშვილი ამბობს, რომ პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, როდესაც ტვირთბრუნვა შეჩერდა და საკვების დეფიციტის საშიშროება დადგა, ქვეყანაში შაქრის სტრატეგიული მარაგი სწორედ მისმა მეგობარმა ბიზნესმენა, კობა კურდღელაშვილმა შექმნა.


    "მისი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობამ ბელარუსის მთავრობისგან სრულიად ექსკლუზიურ და ძალიან დაბალ ფასად, შეიძინა 5 000 ტონა შაქარი, რაც დღეს საქართველოს მთავრობისავე დაკვეთით, დასაწყობებულია. შეძენილი 5 000 ტონა შაქრის ღირებულება 2 600 000 დოლარს შეადგენს და საინტერესოა, ექსპერტების მოსაზრება და გამოხმაურება, შეძენილი შაქრის ღირებულებასთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება რუსეთიდან პროდუქტის იმპორტის საკითხს, კობა კურდღელაშვილის მიერ საქართველოში შემოტანილია სულ 136 000 დოლარის ღირებულების მაკარონი, რადგან იმ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის ქალაქი ვლადიკავკაზი ფაქტობრივად ერთადერთი ხელმისაწვდომი მარშრუტი იყო", - ამბობს ოქრიაშვილი.

    ოქრიაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხელისუფლებას პროცესების დაჩქარების მიზნით, კომპანიებთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმების უფლება აქვს. ოქრიაშვილი ამბობს, რომ მისთვის მისი მეგობრის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გაუგებარია.

    "მთავარი პრობლემა არის არა იმაში, რომელი ქვეყნიდან შემოდის ესა თუ ის პროდუქტი, არამედ იმაში, რატომ ვერ ვახერხებთ შაქრისა და მაკარონის წარმოებას ქვეყნის შიგნით. ყველას ვურჩევ, სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრონ და თავი დაანებონ ინსინუაციებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი საკუთარ ქვეყნისთვის სტრატეგიული მარაგების შექმნა შეუძლიათ, - აცხადებს ოქრიაშვილი IDFI-ს საპასუხოდ.

    ცნობისთვის, IDFI-ს კვლევის თანახმად, კომპანია "ალფა" და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ბიზნესმენი კობა კურდღელაშვილია. IDFI-ს ინფორმაციით, კურდღელაშვილმა 2016 წელს ქართულ ოცნებას 120,000 ლარი შესწირა.

    კვლევის თანახმად, 3 აპრილს "ალფას" 5 ათასი ტონა შაქრისა და 500 ტონა მაკარონის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა, რომლის ჯამურმა ღრებულებამ 2 მილიონ 808,400 აშშ დოლარი შეადგინა. 500 ტონა მაკარონი კი მთლიანად რუსული წარმოებისაა.

    წყარო:newposts.ge
    18 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 06:59
    loading...
    News-ები