X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
დადასტურების გარეშე ვარიგოთ ფული? - ფინანსთა მინისტრი კომპენსაციებზე
  • დადასტურების გარეშე ვარიგოთ ფული? - ფინანსთა მინისტრი კომპენსაციებზე

    ფინანსთა მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბრობს.

    მაჭავარიანი ამბობენ, რომ თითდასაქმებულებმა "რაღაცნაირად უნდა დააასტურონ" რომ ისინი რეგულარულად იღებდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან".


    მისი განცხადებით, მთავრობა უძლურია მაშინ, როცა მოქალაქე შემოსავალს ვერ ადასტურებს.

    "რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანეს, ან საბანკო ამონაწერი, სადაც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად იღებდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან, მაგალითად "ეარბიენბიზე" გაქირავების შემთხვევაში. თუ ჩანს, რომ რაღაც პერიოდში ჩარიცხვები ჰქონდა და აქირავებდა ბინას, მასაც ჩავუთვლით. ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ უძლურები ვართ", - ამბობს მაჭავარიანი.

    მისივე თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირება.

    "166 000 პირია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სტატუსის მქონე მეწარმეა, მცირე, მიკრო და ა.შ. რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად, მომართვის შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ვაძლევთ კომპენსაციას. არანაირი მაღალი დაბეგვრის რეჟიმში არავინ არ ხვდება, არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, ალბათ, არც დამლაგებელი, 30 000 ლარს წლიურს მათი შემოსავალი არ აჭარბებს. ამით ჩვენ მათ მოვძებნიდით. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ უნდა დაიფიცოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

    წყარო:newposts.ge
    751 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 07:15
    loading...
    News-ები