X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს - ბოკუჩავა ხუნდაძის კანონპროექტზე
  • მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს - ბოკუჩავა ხუნდაძის კანონპროექტზე

    "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ თუ პარლამენტი დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტით მთავრობას უფლება ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული ზოგიერთი უფლება.


    “გასაგებია, რომ პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყანაში შემზღუდავ ნორმებს აწესებენ, თუმცა ყოვლად დაუშვებელია შემოვიღოთ იმგვარი ნორმები, რომლებიც კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება. ეს კანონი სწორედ ამგავარია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია და ამ მნიშვნელოვანი მიზნის დასაცავად გარკვეული შეზღუდვების შემოღება გასაგებია. მაგრამ როდესაც ამგვარი შეზღუდვების დაწესება უვადოდ და პარალმენტის როლის სრული ნიველირებით ხდება, ამგავარი კანონის მიღება პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ მთავრობისთვის ავტოკარატიული უფლებამისილების მინიჭების მცდელობა.

    ამიტომ, ჩვენი კითხვა ასეთია: რამდენად მზად ხართ თქვენ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაიზიაროთ ჩვენი შეთავაზება, მესამე მუხლის “მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ ეს უვადო შეზღუდვა და მასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნას. სხვაგვარად, ჩვენი ვალდებულება გვექნება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს,”-აცხადებს ბოკუჩავა.

    კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

    მმართველი ძალა საკარანტინო ღონისძიებებში, ასევე მოიაზრებს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."

    წყარო:newposts.ge
    21 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 08:55
    loading...
    News-ები