X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ოპოზიციას ეშინია, დამატებითი პოზიტივი არ შემოვიტანოთ - დიმიტრი ხუნდაძე
  • ოპოზიციას ეშინია, დამატებითი პოზიტივი არ შემოვიტანოთ - დიმიტრი ხუნდაძე

    "ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიციას ეშინია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ „დამატებითი პოზიტივები არ შეიძინოს“ და ისინი სწორედ ამ მოტივით ეწინააღმდეგებიან მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს.

    „რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ჰქონდა თავისი პოზიტიური როლი და ვფიქრობ, სწორედ ეს აშინებს ჩვენს ოპონენტებს, რომ არიქა, წინასაარჩევნოდ დამატებითი პოზიტივები არ შეიძინოს ხელისუფლებამ და მათ საარჩევნო შედეგზე არ იმოქმედოს ნეგატიურად“, - თქვა ხუნდაძემ.


    კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

    მმართველი ძალა საკარანტინო ღონისძიებებში, ასევე მოიაზრებს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."

    წყარო:newposts.ge
    24 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 08:56
    loading...
    News-ები