თეგებით ძიება

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ერთ-ერთი ყველაზე არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და ყოველდღიური საკითხების გადასაწყვეტად. შეეცადეთ ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების დავალებები და არ მისცეთ მათ შენიშვნებისთვის საბაბი. არც უკმაყოფილების გამოსახატად გახლავთ ხელსაყრელი დღე და არც ჯანმრთელობისთვის. მოსალონელია განწყობის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები, მტანჯველი სიზმრები, თავის ტკივილი ან მოწამვლა.

კურო. იდეალური დღეა საუბრებისათვის. დასვით კითხვები, მიიღეთ ინფორმაცია, გაიზიარეთ ცოდნა. მოყევით თქვენს განცდებზე, მაგრამ ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე. ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, სუნთქვითი ვარჯიშები, საუნა და არომათერაპია. უმჯობესია თმები არ შეიჭრათ და არც შეიღებოთ.

ტყუპები. სამსახურში თქვენი წინადადებები ვერ იპოვნიან მომხრეებს თანამშრომელთა შორის. ამაზე ნუ იღელვებთ, სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ნებისმიერ წუთს.

კირჩხიბი. დღეს შეიძლება წარსული წამოგეწიოთ, მაგრამ ნუ იღელვებთ, მას ადვილად გაუმკლავდებით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ გააჩაღებთ რომანს ოჯახის ზურგს უკან - ეს ცუდად დასრულდება. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.

ლომი. დრო დადგა უფრო გახსნილი იყოთ და გაბედულად გამოთქვათ საკუთარი იდეები. ძალიან კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად. პირად ცხოვრებაში წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ და თქვენც მოგიწევთ ცოტა ინერვიულოთ.

ქალწული. ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შესაძლებელია სწორედ დღეს აგისრულდეთ ყველაზე სანუკვარი ოცნება. კარგი დროა როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. შესანიშნავი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან სასაუბროდ. ჰარმონიული ურთიერთობის შანსი არსებობს.

სასწორი. თუ განვლილ დღეებში შეძელით თავი შეგეკავებინათ არასწორი საქციელისგან და სისულელეები არ ჩაგიდენიათ, ახლა შეძლებთ ახლებურად შეხედოთ წარსულ მოვლენებს და სწორი დასკვნები გააკეთოთ. შეეცადეთ არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს და ისე იმოქმედოთ, როგორც საკუთარი ინტუიცია გკარნახობთ. ეს ბევრი გაუგებრობისგან დაგიცავთ გარშემომყოფებთან დ ახლობელ ადამიანებთან.

მორიელი. ხელსაყრელი დღეა ადრე დაწყვებული საქმეების დასასრულებლად. ამ დღეს ვარსკვლევებს თქვენთვის ხელსაყრელი განლაგება აქვთ. ძალიან წარმატებული დღეა ფინანსური თვალსაზრისით. თქვენ შეძლებთ მომგებინი შენაძენის განხორციელებასაც და ძველი ვალების გასტუმრებასაც. პირადი ურთიერთობა რომანტიკით იქნება აღსავსე.

მშვილდოსანი. დილიდანვე ენერგიულად იგრძნობთ თავს, გაიგებთ ბევრს ახალს, თანამშრომლები კი თქვენში ლიდერს დაინახავენ. მხოლოდ ნუ დაჯერდებით მიღწეულს, წინ უამრვი საინტერესო რამ გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაარეთ.

თხის რქა. უმჯობესია ყველა საქმე გადადოთ და კარგად დაისვენოთ. შესაძლებელია ამ დღეს გამოაშკარავდეს პრობლემები, რომელთა გახსენებაც არ გსურდათ. ნუ იღელვებთ, უბრალოდ რეალურად შეაფასეთ მომხდარი და მაშინ შეძლებთ ცვლილებების განხორციელებასაც და სკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. სახლში მოსალოდნელია სკანდალი, მაგრამ შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და ნუ აუწევთ ხმას.

მერწყული. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისთვის. თავი შორს დაიჭირეთ აურზაურისა და მღელვარე კამათებისგან, ნუ აჰყვებით ცდუნებას. ამ დღეს არ ღირს დაპირებების გაცემა, - მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით დაკვირვებით აირჩიეთ საკვები პროდუქტები.

თევზები. დღეს თქვენთვის ფინანსური დანაკარგია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ძვირადღირებული შენაძენი გააკეთოთ ან საცხოვრებელის რემონტს დაახარჯოთ ფული. ბევრ დროსა და ენერგიას წგართმევთ სახლის აურზაური. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ განხეთქილებები და კამათი თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. ვარსკვლავები გირჩევენ სულგრძელობა გამოჩინოთ და დაუთმოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა