X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
"გოიმები და სვეცკები" - კალაძემ თანაგუნდელის არაეთიკური განცხადების გამო კორექტულობისკენ ოპოზიციას მოუწოდა
  • "გოიმები და სვეცკები" - კალაძემ თანაგუნდელის არაეთიკური განცხადების გამო კორექტულობისკენ ოპოზიციას მოუწოდა

    იზიარებს თუ არა დედაქალაქის მერი, თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას "გოიმ ოპოზიციაზე" - კალაძე კობახუძის არაკორექტული განცხადების გამო კორექტულობისკენ ოპოზიციას მოუწოდებს.


    „პოლარიზება, რაც დღეს არის, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს... ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს. ზოგადად, მივესალმები იმას, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება ბევრ რამეში არ ვთანხმდებოდეთ და ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, თუმცა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამ ვითარებაში აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით, ძირითადად მიდიოდა შემოტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას იცავდა. მახსოვს მათი განცხადებები. შესაბამისად, გამიჭირდება ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ“, - განაცხადა კალაძემ.

    ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას "გოიმი", გიგა ბოკერიას კი "ნომერ პირველი გოიმი" უწოდა.

    წყარო:newposts.ge
    52 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 09:57
    loading...
    News-ები