X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 91 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს 91 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო

    აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს 91 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, AIIB-ის მიერ გამოყოფილი თანხა მსოფლიო ბანკთან პირველ მაისს გაფორმებული სასესხო შეთანხმების ნაწილია, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

    "საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91 340 000 ევროს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

    სამინისტროს ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა ჯანდაცვის სექტორის მიემართება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

    წყარო:newposts.ge
    25 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 09:58
    loading...
    News-ები