X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური
  • კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

    განხორციელებული ცვლილებებით, კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
    უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს, დროულად წარადგინონ საჭირო ინფრომაცია, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.


    „ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის ივნისამდე ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასევე, გაცნობებთ რომ დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა – 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით. ინფორმაცია ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს.

    ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული)“, – ნათქვამი შემოსავლების სამსახურის განცხადებაში

    წყარო:newposts.ge
    67 ნახვა
    loading...
    21-05-2020, 10:42
    loading...
    News-ები