თეგებით ძიება

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. წარმატებული დღე გექნებათ იმისათვის, რომ გახადოთ საკუთარი კარიერა უფრო პერსპექტიული და მიაღწოთ ძალიან, ძალიან ბევრს. უარი უნდა თქვათ ჩვეულ დამღლელ საქმეებზე და წაუფილოსოფოსოთ ფინჯან ყავაზე მეგობრებთან ერთად. სწორედ დღეს შეძლებთ გაიხსნათ. თუ არსად წასვლის სურვილი გაქვთ, მაშინ დარჩით სახლში და წაიკითხეთ საინტერესო წიგნი.

კურო. ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უფრო სწორად, ხშირად ისე ხდება ხოლმე, როგორც არ გვინდა, რომ ხდებოდეს. ეს დიდი ხნის წინ უნდა შეგეგნოთ და არ დაგეტანჯათ თავი. არა უშავს თუ ამჯერად არ გამოვიდა, - სხვა დროს გამოვა! მთავარია ოპტიმიზმით უყუროთ მომავალს.

ტყუპები. ახლო მომავალში შეძლებთ შესამჩნევი ნაბიჯი გადადგათ წინ კარიერულ საფეხურზე. შეეცადეთ ექსპერიმენტებს მიმართოთ სამსახურში ჩვეული საქმის შესრულებისას.

კირჩხიბი. ამ დღეს გრძნობები გონებას უნდა დაუმორჩილოთ. ემოციების აყოლით შეიძლება სიცრუის მსხვერპლი გახდეთ ან სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ. დღეს ალკოჰოლი ვერ იქნება თქვენთვის კარგი მრჩეველი და ამიტომ უმჯობესია მასზე უარი თქვათ. ძალიან გარგებთ ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი და გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები.

ლომი. დაძაბული დღე გელით. მოსალოდნელია გაუგებრობები, სიცრუე და პროვოკაციები. რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ლოგიკურად იაზროვნეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მას არ უწერია ისე დასრულება, როგორც თქვენ გეგმავთ. დაუთმეთ დრო ოჯახს, ბავშვების აღზრდა-განვითარებას და სახლის კეთილმოწყობას.

ქალწული. წარმატების მისაღწევად არ ღირს სხვათა რჩევების მოსმენა. ნუ მისცემთ მათ უფლებას თქვენს საქმეში ჩაყონ ცხვირი. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოხერხებულობა. იმოქმედეთ მშვიდად, გააზრებულად და აუჩქარებლად. საღამოს მეგობრები საჭიროებენ თქვენს ყურადღებას, დაუთმეთ მათ დრო.

სასწორი. ეს დღე დაგეხმარებათ მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ საკუთარი მიზნები და აქტიურ ქმედებებს შეუდგეთ მათ განსახორციელებლად. საამისოდ საკმარისი ენერგია და ენთუზიაზმი გექნებათ. ძალიან კარგი დღეა საქმიანი რეპუტაციის მოსაპოვებლად და საკუთარი ინტერესების დასაცავად. წესრიგისადმი მიდრეკილება და ემოციებში გარკვეული პრაგმატიზმი გაუგებრობებს თავიდან აგაცილებთ.

მორიელი. ეს დღე ბევრ რამეს გასწავლით, მხოლოდ მზად იყავით მოსასმენად და გასაგებად. უარი არ თქვათ ახლობელი ადამიანების დახმარებაზე. ერთად უფრო მარტივად გაუმკლავდებით დაგროვილ პრობლემებს. თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, დღის მეორე ნახევარი ახლობლებთან ერთად გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

მშვილდოსანი. თქვენი საუკეთესო მეგობარი მარტოობაა და კარგი იქნება თუ ამ დღეს სახლში დარჩებით. წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს - მარტო. დაფიქრდით ცხოვრებაზე, გაიაზრეთ საკუთარი ქცევები. შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსავალიც იპოვოთ.

თხის რქა. დიდ ცვლილებებს არ ელოდეთ. მაგრამ თქვენ მოგეცათ დრო გადამწყვეტი მოქმედებებისათვის თვის ბოლოსკენ. ნუ გასცემთ დაპირებებს თუ მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. ერიდეთ ხალხმრავლობას. აკონტროლეთ არტერიული წნევა.

მერწყული. იყავით თამამი და გარისკეთ, - თქვენ ყველაფერი გამოგივათ! ბოლოს და ბოლოს ხელმძღვანელები ღირსეულად შეგაფასებენ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობაც, რაც მომავალში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის. საღამოს საყვარელი ადამიანისაგან სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. ხელსაყრელი პერიოდია ჩასახვისათვის.

თევზები. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გახსენდებოდათ. ის უამრავ თქვენთვის სასიხარულო ამბავს მოგიტანთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა