25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. კარგი განწყობა და კრეატიული მიდგომა დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გადაჭრათ ძალიან რთული ორგანიზატორული საკითხებიც კი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნუ შეეცდებით მიუწვდომელს შეეპოტინოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების სურვილი ძალიან გადაგღლით. საღამოს რომანტიკულად განეწყვეთ - შესაძლებელია ხელიც კი გთხოვონ ან დაუვიწყარი საღამო გქონდეთ.
კურო. ბიზნესის სფეროში მომუშავე კუროების ფინანსური მგომარეობა დღეს შეიძლება რამდენადმე გაუმჯობესდეს. აზარტული თამაშების მოყვარეულებს დიდი მოგება, ვალის დაბრუნება ან მომგებიანი გარიგება გელით. სასიყვარულო საქმეებში მანდილოსან კუროებს გაგიმართლებთ. არაა გამორიცხული ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. შეეცადეთ უარი თქვათ სპირტიანი სასმელების მიღებაზე, - ეს მოულოდნელ შედეგებს მოგიტანთ.
ტყუპები. შესაფერისი დღეა არა აურზაურისა და საუბრებისთვის, არამედ ფიქრისა და განსჯისათვის. მეგობრები და ნაცნობები მოისურვებენ დაგეხმარონ სასურველის მიღწევაში. მადლიერებით მიიღეთ მათი რჩევები. საღამოს ნუ დანიშნავთ პაემანს, რადგან მას წარუმტებლობა ელის.
კირჩხიბი. ნუ წუწუნებთ ცხოვრებაზე, ამაში არავინაა დამნაშავე. ცუდი განწყობით ვერაფერს მიაღწევთ. უმჯობესია რაღაც კარგზე იფიქროთ, ხშირად გაიღიმოთ და გჯეროდეთ, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პირიქითაც ხდება ხოლმე.
ლომი. შეეცადეთ დღეს ესაუბროთ მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს. სამუშაო არსად გაგექცევათ. საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადეთ.
ქალწული. ეს დღე აქტიური შრომისთვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და საქმეზე ორიენტირებას შეძლებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. თვეობით გაწელილი პრობლემები დღეს წრაფად და მარტივად მოგვარდება. თუ საღამოს რომანტიკული შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, სავარაუდოდ ის ხელის თხოვნით დასრულდება.
სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსს გაძლევენ ვარსკვლავები. შეეცადეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს მოუსმინოთ და რადიკალურად შეიცვალოთ ვარცხნილობა და გარდერობი. შესაძლებელია საკუთარი ინტერესებისა და მსოფლმხედველობის დაცვა მოგიხდეთ. ამ დღეს თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ და აარავის გააფუჭებინოთ განწყობა. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად. ეს მათ ძალიან გაახარებთ.
მორიელი. კარგი დღეა სხვადასხვა სახის წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების განხორციელებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთანავე ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენში დაგეხმარებათ. ამ დღეს პაემანი ძალიან წარმატებულად ჩაივლის. სექსს კი სამკურნალო თვისებები ექნება თქვენთვის.
მშვილდოსანი. გამოძებნეთ ძალები, დაიბრუნეთ საბრძოლო განწყობა და საკუთარი თავის რწმენა, რადგან თავდაჯერებულ ადამიანს შეუძლია მთები გადააბრუნოს და შეუძლებელი შეძლოს.
თხის რქა. ძალიან ხელსაყრელი დღეა არაკეთილმოსურნეებთან ღიად დასაპირისპირებლად. საკუთარი შინაგანი აქტივობით და ენერგეტიკით შეძლებთ მათზე გამარჯვებას. წარმატებულად ჩაივლის საქმეები სამსახურში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთგაგება თანამშრომლებსა და ხელქვეითებთან. კარგი პერიოდია საკუთარ სხეულზე ზრუნვისათვის: ჩაიტარეთ მასაჟის კურსი. სასარგებლო იქნება საყვარელი ან ინდივიდუალური საქმიანობით დაკავებაც.
მერწყული. დღეს ვერ შეძლებთ თანამშრომლობისა და საქმიანი პარტნიორობის გარეშე გახვიდეთ ფონს. არსებობს მთელი რიგი საკითხები, სადაც ერთობლივი შრომა მეტ შანსს იძლევა წარმატებისთვის, უფრო ნაყოფიერია, ამასთანავე დროსა და ენერგიასაც ზოგავს.
თევზები. სავარაუდოდ სტაბილური და მყარი კავშირი გელით პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. ბევრი თქვენგანისთვის უამრავი საქმე და პროექტი იქნება პრიორიტეტული. დროთა განმავლობაში უფრო წარმატებული ფინანსური პერიოდი დაგეწყებათ. შეეცადეთ არ დააბანდოთ ფული ახალ საქმეში. სიყვარულში უნდა შეინარჩუნოთ ის ადამიანი, რომელიც უკვე გყავთ. რადგანაც ახალი ინტრიგების აყოლით, მას დაკარგავთ.