X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
32 წლის ქალი არასრულწლოვანი ქალიშვილის თვალწინ დანით აჩეხეს
  • 32 წლის ქალი არასრულწლოვანი ქალიშვილის თვალწინ დანით აჩეხეს

    32 წლის ბრიტანელი ქალი 13 წლის ქალიშვილის თვალწინ დანის სასტიკი ჭრილობების მიყენებით მოკლეს უიგანში.

    მელისა ბელშოუს ქალიშვილმა ინციდენტისთანავე დარეკა სასწრაფო დახმარებაში, რათა დროულად მოესწროთ და გადაერჩინათ დედამისი. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ბელშოუ შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. შუახნის კოსმეტოლოგის გადარჩენად ორი მამაკაცი ცდილობდა, რომელთაგან 40 წლის ასაკის მოქალაქე მიყენებული ჭრილობების გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.


    მკვლელობისა და მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობისთვის ეჭვმიტანილი 36 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა უკვე დააპატიმრეს. პოლიციის თქმით, ისინი თანაუგრძნობენ 13 წლის გოგონას და აღნიშნავენ ორი მამაკაცი გმირობას, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ბელშოუს გადარჩენას.

    პოლიციის ზედამხედველის კრის ბრიჯის თქმით, მოკლული ქალის ქალიშვილი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა- „ მე არ შემიძლია იმის წარმოდგენა, თუ რას განიცდიდა და რა გადაიტანა მან“

    წყარო:newposts.ge
    877 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 06:33
    loading...
    News-ები