X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ხელისუფლება პარლამენტს 15 ივლისამდე აუქმებს - ბოკუჩავა
  • ხელისუფლება პარლამენტს 15 ივლისამდე აუქმებს - ბოკუჩავა

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ინტერესდებათუ რა ლოგიკას ეფუძნება ის, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის გაუქმება უვადოდ არა, თუმცა 15 ივლისამდე მოხდება.


    "დღეს გვეუბნებით, რომ არ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი უვადოდ, მაგრამ მივიღოთ ეს არაკონსტიტუციური კანონი 15 ივლისამდე.

    როგორც ჩანს, შეთახმდით იმაზე, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, რომ კანონი ეწინააღმდეგებოდა იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საქართველოს აქვს აღებული და ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ შეზღუდოთ ვადებში. დღეს გვეუბნებით, რომ არ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი უვადოდ, მაგრამ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი 15 ივლისამდე; არ შევზღუდოთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ შევზღუდოთ ეს ფუნდამენტური უფლებები 15 ივლისამდე; არ გავაუქმოთ პარლამენტი უვადოდ და არ წავართვათ მას საპარლამენტო კონტროლის ბერკეტი უვადოდ, მაგრამ გავაუქმოთ პარლამენტი 15 ივლისამდე. რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იმისთვის, რომ ორივე ეს პრობლემა დარჩეს 15 ივლისამდე, რომ პარლამენტის გაუქმება 15 ივლისამდე მისაღები იყოს, რომ ადამიანებისთვის ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვა ასევე 15 ივლისამდე მისაღები იყოს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

    წყარო:newposts.ge
    6 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 07:00
    loading...
    News-ები