X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
"ღიმილისმომგვრელია ის დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ"- რას ამბობს წულუკიანი შესღუდვების კანონზე
  • "ღიმილისმომგვრელია ის დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ"- რას ამბობს წულუკიანი შესღუდვების კანონზე

    თეა წულუკიანის თვლის, რომ პარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის გარშემო გამართული დებატები უსაგნო და ღიმილისმომგვრელი იყო.


    იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა ტიპის, უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდა, ვიდრე ეს განხილვაში მყოფ კანონპროექტშია. წულუკიანის შეფასებით, მთავრობას არცერთი ზომა არადანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია.

    "ჩვენ აბსოლუტურად გაუგებრად ვთვლით და მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ. ეჭვი მთავრობაზე, რომ თითქოს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, თურმე მთავრობის მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცა ტიპის ხელისუფლების უზურპაციისთვის, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და უპასუხისმგებლო განცხადება", - ამბობს წულუკიანი.

    "ქართული ოცნების" კანონპროექტი მთავრობას უფლებას აძლევს, უფლებრივი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს, საპარლამენტო კონტროლის გარეშე.

    წყარო:newposts.ge
    12 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 07:27
    loading...
    News-ები