X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
საოკუპაციო რეჟიმის ბოლო მახვერპლის ცხედარს ოჯახი ვერ იბრუნებს
  • საოკუპაციო რეჟიმის ბოლო მახვერპლის ცხედარს ოჯახი ვერ იბრუნებს

    საოკუპაციო რეჟიმის ბოლო მახვერპლის ცხედარს ოჯახი ვერ იბრუნებს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ახალგორის მცხოვრების, 63 წლის ჯუმბერ მილაძის ცხედარი მეოთხე დღეა გორის პროზექუტურაშია დასვენებული და მას, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ექსპერტიზა კორონავირუსზეც უტარდება. ოჯახი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ცხედრის გადასვენებას მშობლიურ ახალგორის რაიონში ითხოვს, სადაც გარდაცვლს მისი ერთადერთი დამტირავი, მეუღლე ელოდება. მილაძეების მოთხოვნის გათვალოსწინება არ მოხდა და ცოტა ხნის წინ, ცხედარი დამატებითი ექსპერტიზის მიზნით რუსთავში გადაასვენეს. ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცი დაგვიანებულ მკურნალობას ემსხვერპლა და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა. ცნობისთვის, ჯუმბერ მილაძე 20 მაისს, გორია მისადგომებთან სამედიცინო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა. მის გადმოყვანას ახალგორიდან ოჯახი 10 დღე უშედეგოდ ითხოვდა.


    წყარო:newposts.ge
    15 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 07:57
    loading...
    News-ები