X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია - გიგა ბოკერია
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია - გიგა ბოკერია

    ევროპული საქართველო მთავრობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის თხოვნით მიმართავს.
    გიგა ბოკერია თვლის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია.


    "სანამ ტაქსებზე კიდევ შეზღუდვებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუხსნიათ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს - გაჭირვებულებს და საშუალო კლასს არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალური მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ.

    ამიტომ სწრაფად არის დასაწყები, ახლავე, და არა გადადებით და არა მანამ სანამ ევროპული საქართველო, ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია ან საზოგადოება აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან, შესაძლებელია დარჩეს გონივრული შეზღუდვები ტრანსპორტთან დაკავშირებით, როგორიც არის რაოდენობის შეზღუდვა ან პირბადეების ტარების აუცილებლობა.

    ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოხაჯებმა მიიღეს და პირიქით, დამძიმდება მათი ვითარება, იმიტომ რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდეს.

    გუშინ, ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნების შემდეგ მანქანებზე, ვინც უსმინეთ ხუნდაძეს,ამ პარლამენტის და ამ სამთავრობო გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, თუ რატომ უნდა დარჩეს ეს შეზღუდვა.

    დღეს პრემიერმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკის აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს და ევროპული საქართველო დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ დატოვეს ტაქსებზე რაღაც შეზღუდვები კიდევ," - ამბობს ბოკერია.

    წყარო:newposts.ge
    351 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 07:58
    loading...
    News-ები