X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მამამ 29 წლის შვილი დანით მოკლა და მიიმალა - გურიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
  • მამამ 29 წლის შვილი დანით მოკლა და მიიმალა - გურიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

    გურიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახენბ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მამის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში შვილის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
    შსს-ს ცნობით, დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა.
    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წყარო:newposts.ge
    14 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 08:35
    loading...
    News-ები