X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ერთ მანქანაში 3 ადამიანის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება — გახარია
  • ერთ მანქანაში 3 ადამიანის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება — გახარია

    პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება, სხვა ტრანსპორტზე კი მოიხსნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.


    "ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი კარგად ცნობილი შეზღუდვა 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს", — თქვა გიორგი გახარიამ.

    პრემიერს სხდომაზე შეზღუდვის მოხსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მოგვიანებით მის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ხვალიდან, 23 მაისიდან მოიხსნება.

    მთავრობის ინფორმაციით, საკუთარ მანქანაში მძღოლის გვერდით დაჯდომა შესაძლებელი იქნება, შეზღუდვა ამ მხრივაც ისევ გაგრძელდება ტაქსებზე. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტაქსების შემთხვევაში შეზღუდვა ისევ რჩება, რადგან ისინი მგზავრს ხშირად იცვლიან და დაავადების გავრცელების რისკი არსებობს.


    წყარო:On.ge
    21 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 08:48
    loading...
    News-ები