X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ბოლო ერთ კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია 12 სოფელში დაიწყო
  • ბოლო ერთ კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია 12 სოფელში დაიწყო

    საგარეო საქმეთა საიმინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 12 სოფელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს.


    განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.

    "მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    წყარო:newposts.ge
    15 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 08:54
    loading...
    News-ები