X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ავტო მოვაჭრე ცოლ-ქმარს ირანის სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით სიკვდილით დაჯა მიუსაჯა
  • ავტო მოვაჭრე ცოლ-ქმარს ირანის სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით სიკვდილით დაჯა მიუსაჯა

    ირანში, ცოლ-ქმარს , რომლებიც მანქანებით ვაჭრობდნენ, თაღლითობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოდილერი, რომელსაც მეტსახელად “AUTO KING”-ს უწოდებდნენ თავის ცოლთან ერთად დამნაშავედ სცნეს მანქანების ფასებზე მანიპულირებით ზეგავლენის მოხდენაში.


    40 წლის ვაჰინ ბეჟადსა და ნაჯვა ლაშიდაეი დამნაშავედ სცნეს ფულის გათეთრებასა და ქვეყნის სავალუტო ბაზრის ჩამოშლის მცდელობაში, რასაც ახდენდნენ დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ოქროს მარაგების შექმნით.

    სქემა ამგვარი იყო- წყვილი ფლობდა თეირანული კომპანია სამპიასგან დამზადებულ 6700 ავტომობილს, რომლის ვაჭრობითაც ისინი ბაზარზე მანქანების ფასების ცვლილებას უწყობდნენ ხელს, რამაც კომპანიები სერიოზულად დააზარალა.

    სამართალდამცავებმა გამოძიების შედეგად მიაკვლიეს, რომ წყვილი აგრეთვე ფლობდა 100 კილოგრამის 24 700 ოქროს მონეტას. აღნიშნულ სქემაში მონაწილეობის გამო აგრეთვე დამნაშავედ სცნეს 32 ადამიანი- მათ შორის ირანელი პარლამენტარები, ფერეიდუნ აჰმადი და მოაჰამად აზიზი, რომელთაც 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

    წყარო:newposts.ge
    14 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 08:55