X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
25 მაისიდან 15 ივნისამდე ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
  • 25 მაისიდან 15 ივნისამდე ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    თბილისის მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის გამო, დროებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

    მერიის განცხადებით, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია და მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მიყვანა ნიშნულზე. მათი თქმით, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. მათივე თქმით, ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.


    წყარო:On.ge
    139 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 09:29
    loading...
    News-ები