X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ
  • ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროეტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ უმრავლესობას უკეთესი ფორმულირება ვერ შესთავაზა.


    მისი თქმით, ოპოზიციის წევრებს ერთ ხელში პირბადეები ეკეთათ და მეორეთი აკრიტიკებდნენ.

    "ვერცერთი ფორმულირება ვერ შემოგვთავაზეს, თუ როგორ შეიძლებოდა დახვეწილიყო ნორმა, ერთ ხელში ეკეთათ პირბადეები, მეორეთი გვაკრიტიკებდნენ. ჩვენ სახალხო დამცველის რეკომენდაციით დეტალურად მივუთითეთ, რომ ეს უნდა იყოს ნაკლებშემზღუდავი ღონისძიება და მთავარია ის, რომ რის გამოც მოხდება უფლების შეზღუდვა, უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ, მაგალითად, საჭირო იყოს მიმოსვლის შეზღუდვა, იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე, ან, შეიძლება შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

    წყარო:newposts.ge
    14 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 09:42
    loading...
    News-ები